წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის N 66 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 490 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2007

მიღების თარიღი ნოემბერი 17, 2006

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 17 ნოემბრის კომისიის N 66 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. დამატებით შეტანილ იქნეს  წარმოდგენილ N 66  სხდომის დღის წესრიგის პროექტში 2 (ორი) საკითხი:

ა) საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს.ს. შავგულიძე);

ბ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის ბიუჯეტის განხილვის შესახებ (მომხს. ი. აბულაძე);      

2. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 17 ნოემბრის N 66  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

                      კომისიის თავმჯდომარე                                                დ. ქიტოშვილი

                                        კომისიის წევრი                                             დ. პატარაია

                                         კომისიის წევრი                                             გ. ფრუიძე

                                         კომისიის წევრი                                             ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები