“მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 27, 2006
მიღების თარიღი ნოემბერი 17, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და 76-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) დადგენილების პროექტისა და განმარტებითი ბარათის მომზადება;
3. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2005 წლის 19 დეკემბერს 12 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან დადგენილების პროექტზე დადებითი სამართლებრივი დასკვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნება;
5. წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი დაეგზავნოს (ნ. ჯავახიძე) ყველა დაინტერესებულ მხარეს დაზღვეული საფოსტიო გზავნილის სახით;
7. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ. აროშიძე) დადგენილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება;
8. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის წევრები: დ. ქიტოშვილი
დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
