წვდომის მენიუ

შპს „იბერიატელი“-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 493 / 1

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 27, 2006

მიღების თარიღი ნოემბერი 17, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”იბერიატელმა” და მოითხოვა ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქათველოს კანონის შესაბამისად სალიცენზიო მოწმობის გაცემა.

კომისია აღნიშნავს, რომ  ”2000 წელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ

ხელახალ რეგისტრაციაში გატარებული ლიცენზიების “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ” კომისიის 2001 წლის 11 მაისის №286/11 გადაწყვეტილების შესაბამისად გაუქმდა რიგი ლიცენზიები  გამომდინარე იქედან, რომ ლიცენზიით  გათვალისწინებული საქმიანობა, “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის   36-ე მუხლის 2 პუნქტის საფუძველზე კომისიის მიერ ლიცენზირებას აღარ ექვემდებარებოდა. გაუქმებულ ლიცენზიებს შორის იყო შპს ”იბერიატელი”-ს №1129 ლიცენზია, რომელიც გაცემული იყო  კავშირგაბმულობისა და ფოსტის ყოფილი სამინისტორს მიერ 1999 წლის 10 ნოემბერს მოქმედების ვადით - 2009 წლის 17 ივნისამდე და ითვალისწინებდა რადიოსარელეო ხაზის შექმნას და ექსპლუატაციას საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამუშაო სიხშირეების გამოყენებით: 7226, 7247, 7387, 7408 მჰც. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად: ”კომპანიებს, რომელთაც 2001 წლის 11 მაისის №286/11 გადაწყვეტილებით გაუქმებული ლიცენზიით მინიჭებული ჰქონდათ სამუშაო სიხშირეები შიდატექნოლოგიური დანიშნულებისათვის, “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ”  საქართველოს კანონის 42-ე მუხლის საფუძველზე, მიეცათ ნებართვა შიდატექნოლოგიური მიზნებისათვის გაუქმებული ლიცენზიით გათვალისწინებული სამუშაო სიხშირეების გამოყენებაზე.”

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვა გათვალისწინებული აღარ არის და აღნიშნულ მომსახურებაზე გაიცემა ლიცენზია.

 კომისია აღნიშნავს, რომ ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად: ”თუ კონკრეტულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე გაიცემოდა ლიცენზია და ამ კანონის ამოქმედებიდან გაიცემა ნებართვა, ან პირიქით, ისე, რომ არსებითად არ შეცვლილა სალიცენზიო ან სანებართვო პირობები, ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია განცხადების საფუძველზე მოითხოვოს სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის გაცემა. ლიცენზიის ან ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს შესაბამისი მოწმობა.”

კომისიას, გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებიდან მიაჩნია, რომ  ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მოთხოვნილი სალიცენზიო მომწმობის გაცემა შესაძლებელია შპს ”იბერიატელზე”. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ”იბერიატელი”-ს მიერ გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი (1000 ლარი). აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ”იბერიატელზე” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა.

”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის რ) პუნქტის,  38-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F35  ლიცენზია შპს ” იბერიატელს” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 7226 მჰც; 7247მჰც; 7387მჰც; 7408 მჰც  რადიოსარელეო კავშირებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2009 წლის 17 ივნისამდე.

2. უზრუნველყოს შპს ”იბერიატელმა” 3 თვის ვადაში კომისიისთვის შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა;

ა) მაგისტარლური ქსელის სტრუქტურული სქემა;

ბ) სადგურების განლაგების გეოგრფიული ადგილები;

გ) განშტოების სადგურის ან/და სადგურების ადგილმდებარეობა;

დ) მეზობელ სადგურებს შორის კავშირის სახე (დუპლექსი, სიმპლექსი);

ე) ანტენის გასხივების დიაგრამის სიგანე 3db დონეზე (სხივის გახსნილობის კუთხე α°);

ვ) ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი G (db);

ზ) გადაცემის სიმძლავრე P (dbm);

თ) საჭირო სიხშირული ზოლის სიგანე (გადამცემის სიჩქარე);

ი) მოდულაციის სახეობა;

3. უზრუნველყოს შპს ”იბერიატელმა” სადგურების ინსტალაციის პროცესში ამოქმედებული სადგურის შესახებ კომისიისთვის შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა:

ა) სიხშირული წყვილების (Tx) და (Rx) მონაცვლეობის წესი;

ბ) სადგურების განლაგების გეოგრფიული კოორდინატები E°; N°;

გ) ანტენის განთავსების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ);

დ) პოლარიზაცია (V,H) გამოყენებულ ცალკეულ მონაკვეთებზე;

ე) გასხივების ძირითადი მიმართულების (სექტორულ შემთხვევაში, გახსნილობის კუთხის α˛° სექტორების ცენტრალური მიმართულებების) აზიმუტი ან აზიმუტები (Az°);

ვ) სიხშირული წყვილების (Tx ) ცენტრალური სიხშირე ზოლის (Fc±D f) მითითებით;

4. უზრუნველყოს შპს ”იბერიატელმა”  წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისიწნებული ინფორმაციის დასრულებული სახით კომისიაში წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების დანართ №1 - ში მოცემული ანკეტის ფორმით;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

                        კომისიის თავმჯდომარე                              დ.ქიტოშვილი

                        კომისიის წევრები                                         დ.პატარაია

                                                                                                გ.ფრუიძე

                                                                                               ზ.ნონიკაშვილი                                             

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები