საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 27, 2006
მიღების თარიღი ნოემბერი 17, 2006
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მიერ სიხშირეები მოთხოვნილი იქნა ქ. სენაკსა და კოპიტნარის აეროპორტს შორის რადიოკავშირის განსახორციელებლად, რაც გაეროს დამკვირვებელთა მისიის მთავარ შტაბსა და კოპიტნარის აეროპორტის საჰაერო ოპერაციების თანამშრომლებს შორის კომუნიკაციიის შესაძლებლობას ამარტივებს.
სიხშირეები გათვალისწინებულია, ქ.სენაკის გორაკიდან კოპიტნარის აეროპორტამდე რადიოკავშირისთვის. სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიას სიხშირული წყვილი ( 336 ± 0,875) მჰც და 351 ± 0,875) მჰც ზოლის სიგანით 1,75 მჰც ქ.სენაკსა და კოპიტნარის აეროპორტს შორის რადიოკავშირისთვის ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მარვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ.პატარაია
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი ზ.ნონიკაშვილი
