წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონებში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 498 / 10

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2006

მიღების თარიღი ნოემბერი 24, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის  2006 წლის 20 ოქტომბრის  №457/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონები რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად და ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.

ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2006 წლის 9 ნოემბრის  17:00 საათი, აუქციონის  ჩატარების თარიღად -  2006 წლის 24 ნოემბრის  14:00  საათი.  რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული აუქციონისთვის განისაზღვრა - 638,593.8 (ექვსას ოცდათვრამეტი ათას ხუთას ოთხმოცდაცამეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარით, ხოლო ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული აუქციონისთვის - 17,262.7 (ჩვიდმეტი ათას ორას სამოცდაორი  ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარი.

  ზემოაღნიშნულ აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში  წარმოადგინა შპს ”მობიტელმა”.

   კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მობიტელის”-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

აუქციონები გაიმართა 2006 წლის 24 ნოემბრის  კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ”მობიტელის” გენერალური დირექტორი ბატონი რ.კალინინი.

“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად,  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს ”მობიტელის” გენერალურმა დირექტორმა -  ბატონმა რ.კალინინმა რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული აუქციონში რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის (31,930 - ოცდათერთმეტი ათას ცხრაას ოცდაათი ლარი) საერთო ოდენობის -  670,523.8 (ექვსას სამოცდაათი ათას ხუთას ოცდასამი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის, ხოლო  ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის (864 ლარი) საერთო ოდენობის - 18,126.7 (თვრამეტი ათას ასოცდაექვსი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”მობიტელი” რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 670,523.8 (ექვსას სამოცდაათი ათას ხუთას ოცდასამი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარი;

2.  უზრუნველყოს შპს ”მობიტელმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (201,157.14 (ორას ერთი ათას ას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და თოთხმეტი თეთრი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 63,859.38 (სამოცდასამი ათას რვაას ორმოცდაცხრამეტი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი) ლარის ანუ 137,297.76 (ას ოცდაჩვიდმეტი ათას ორას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა 2006 წლის 24 დეკემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (მთაწმინდა-კრწანისი) - N200122900;

                        - საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

                        - საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300033018;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (469,366.66 - ოთხას სამოცდაცხრა ათას სამას სამოცდაექვსი ლარი და სამოცდაექვსი თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

4. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”მობიტელი” ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 18,126.7 (თვრამეტი ათას ას ოცდაექვსი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარი;

5. უზრუნველყოს შპს ”მობიტელმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (5,438.01 (ხუთი ათას ოთხას ოცდათვრამეტი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 1,726.27 (ერთი ათას შვიდას ოცდაექვსი ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ლარი ანუ 3711.74 (სამი ათას შვიდას თერთმეტი ლარი და სამოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის გადახდა 2006 წლის 24 დეკემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (მთაწმინდა-კრწანისი) - N200122900;

                        - საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

                        - საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300033018;

6. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (12,688.69 - თორმეტი ათას ექვსას ოთხმოცდარვა ლარი და სამოცდაცხრა თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

7. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში;

8. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

9. დაევალოს კომისიის საფინანო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიების მაძიებლების მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხების საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

10. დაევალოს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე)  აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

11.  დაევალოს კომისიის აპარატის  ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ.ნიჟარაძე) შპს ”მობიტელი”-სთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                          დ.ქიტოშვილი

კომისიის წევრები                                                     დ.პატარაია

                                                                                   გ.ფრუიძე

                                                                                  ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები