რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის თაობაზე სს “ტელენეტი“-ს განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2006
მიღების თარიღი ნოემბერი 24, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 20 ოქტომბრის N457/10 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად გამოცხადდა აუქციონი რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.
ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების ვადად განისაზღვრა 2006 წლის 9 ნოემბრის 17:00 საათი.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა სს ”ტელენეტმა”, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაც არ შეესაბამებოდა გამოცხადებული აუქციონის პირობებს. კერძოდ, ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თანდართული არ ჰქონდა:
1) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
2) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
კომისიის 2006 წლის 10 ნოემბრის 485/22 გადაწყვეტილების შესაბამისად სს ”ტელენეტს” 2006 წლის 20 ოქტომბრის N457/10 გადაწყვეტილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე მიეცა ვადა 2006 წლის 21 ნოემბრამდე წარმოედგინა რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი და სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”ტელენეტის” მიერ ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია დადგენილ ვადაში წარმოდგენილი არ იქნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2006 წლის 20 ოქტომბრის N457/10 გადაწყვეტილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კომისიამ
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს სს “ტელენეტის“-ს განცხადება რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის შესახებ;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აცნობოს სს “ტელენეტს“-ს წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
