წვდომის მენიუ

სს “დიდველისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 5 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 07, 2006

მიღების თარიღი იანვარი 10, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ სს „დიდველმა“ (რეგისტრირებული ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 17 ნოემბრისN 24/5-37 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 05/12-02, 05.12.05.) დაბა ბაკურიანში  მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირის მინიჭების თაობაზე.  სიხშირე გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს სს „დიდველს“  157.100 მგჰც სიხშირე დაბა ბაკურიანში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.  აღირიცხოს სს „დიდველისთვის“ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს „დიდველისთვის“ სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                  დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრი                                                                                               დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                                               ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები