წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის N 68 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 500 / 17

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 05, 2006

მიღების თარიღი ნოემბერი 24, 2006

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 24 ნოემბრის კომისიის N 68 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. დამატებით შეტანილ იქნეს  წარმოდგენილ N 68  სხდომის დღის წესრიგის პროექტში 12 (თორმეტი) საკითხი:

ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 აგვისტოს № 561/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ბ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 16 ივნისის № 255/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

გ) სს ”ბანკი ქართუსთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

დ) შპს ”ასოციაცია ატუ”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ე) შპს ”კომპლექს სერვისისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ვ) შპს ”ბურჯისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ზ) შპს ”კონტაქტი-2006”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

თ) შპს ”ალო ტაქსისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ი) შპს ”ეტლი XXI”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

კ) აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჰაერო რადიოსანავიგაციო სამსახურის სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ლ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ მარინა ჯიქიასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

მ) შპს ”23 მაისის” № B52 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. გ. რატიშვილი  

2. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 24 ნოემბრის N 68  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

                            კომისიის თავმჯდომარე                                                დ. ქიტოშვილი                                   

                                      კომისიის წევრები:                                                დ. პატარაია

                                                                                                                     გ. ფრუიძე

                                                                                                                    ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები