“სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ” კომისიის 2006 წლის 29 სექტემბრის №417/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 05, 2006
მიღების თარიღი ნოემბერი 24, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 29 სექტემბრის №417/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2006 წლის 8 დეკემბრის 13:00 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2006 წლის 8 დეკემბრის კომისიის სხდომას ვერ დაესწრება კომისიის სამი წევრი - დავით პატარაია, გიორგი ფრუიძე და ზურაბ ნონიკაშვილი, გამომდინარე იქედან, რომ კომისიის წევრები სამსახურებრივი მივლინებით მიემგზავრებიან ჰონგ კონგში საერთშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების მიწვევით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: ”კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა.”
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ უნდა შევიდეს ცვლილება “სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ” კომისიის 2006 წლის 29 სექტემბრის №417/10 გადაწყვეტილებაში და აუქციონის ჩატარების თარიღად 2006 წლის 8 დეკემბრის 13:00 საათის ნაცვლად განისაზღვროს 2006 წლის 15 დეკემბრის 12:00 საათი.
”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”-ს 63-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 29 სექტემბრის №417/10 გადაწყვეტილებაში და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
” აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2006 წლის 15 დეკემბრის 12:00 საათი;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ.ნიჟარაძე) აცნობოს აუქციონში მონაწილე პირებს წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების შესახებ;
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
