“ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურების, მაუწყებლობის ტრანზიტის ლიცენზიის მფლობელების ავტომატური ავტორიზაციის შესახებ” კომისიის 2006 წლის 16 ივნისის №258/22 გადაწყვეტილებაშ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 05, 2006
მიღების თარიღი ნოემბერი 24, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 16 ივნისის №258/22 გადაწყვეტილებით განხორციელდა ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურების, მაუწყებლობის ტრანზიტის ლიცენზიის მფლობელების ავტომატური ავტორიზაცია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებაში არ იქნა გათვალისწინებული რიგი კომპანიები, რომლებიც ფლობდნენ ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ლიცენზიებს მომსახურების იმ სახეებზე რაც ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად აღარ ექვემდებარება ლიცენზირებას და აღნიშნულ მომსახურებებზე გათვალისწინებულია ავტორიზაციის რეჟიმი. კომისია ამასთანავე აღნიშნავს, რომ როგორც კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან დასტურდება (პროექტს თან ერთვის), მათგან ზოგიერთი კომპანია დღეისთვის ახორციელებს პრაქტიკულ საქმიანობას კერძოდ:
- ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მფლობელი კომპანია: შპს ”ივერია ქსელი”;
- მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის მფლობელი კომპანიები: შპს ”დმნ კომუნიკაცია” ; კავშირი ”გრენა”; შპს ”სატელაიტი”; შპს ”სკაი ვიჟენ საქართველო”;
- საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი კომპანიები: შპს ”მედია ტვ”; ინდ მეწარმე ”მარლენ გრიგალაშვილი”;
შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ შევიდეს დამატება “ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურების, მაუწყებლობის ტრანზიტის ლიცენზიის მფლობელების ავტომატური ავტორიზაციის შესახებ” კომისიის 2006 წლის 16 ივნისის №258/22 გადაწყვეტილებაში და კომპანიებს მომსახურების სახეებად განესაზღვროთ საკომუნიკაციო მომსახურების ის სახეები, რასაც კომპანიები ახორციელებენ მათი კუთვნილი ლიცენზიების საფუძველზე. კერძოდ:
შპს ”ივერია ქსელი” - ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურება - მომსახურების მიწოდება;
შპს ”დმნ კომუნიკაცია”, კავშირი ”გრენა”, შპს ”სატელაიტი”, შპს ”სკაი ვიჟენ საქართველო”, - ინტერნეტით მომსახურება- მომსახურების მიწოდება;
შპს ”მედია ტვ”, ინდ მეწარმე ”მარლენ გრიგალაშვილი”- მაუწყებლობის ტრანზიტი კაბელით - მომსახურების მიწოდება;
”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”-ს 63-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2006 წლის 16 ივნისის №258/22 გადაწყვეტილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინარსის თ) ქვეპუნქტი:
”თ) შპს ”ივერია ქსელი”;”
2. კომისიის 2006 წლის 16 ივნისის №258/22 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინარსის ე), ვ) ზ) და თ) ქვეპუნქტები:
”ე) შპს ”დმნ კომუნიკაცია”;
ვ) კავშირი ”გრენა”;
ზ) შპს ”სატელაიტი”;
თ) შპს ”სკაი ვიჟენ საქართველო”;”
3. კომისიის 2006 წლის 16 ივნისის №258/22 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინარსის ყ) და შ) ქვეპუნქტები:
”ყ) შპს ”მედია ტვ”;
შ) ინდ. მეწარმე ”მარლენ გრიგალაშვილი”;”
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე) ავტორიზაციის მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
5. ეცნობოთ გადაწყვეტილების პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნულ პირებს ამ გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
6. დაევალოს აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი) შპს ”მედია ტვ”-ს თაობაზე კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტიდან მიღებული სათანადო მასალების საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაიწყოს საქმისწარმოება.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა ) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
