აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჰაერო რადიოსანავიგაციო სამსახურის სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2006
მიღების თარიღი ნოემბერი 24, 2006
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საჰაერო რადიოსანავიგაციო სამსახურის სადგურები, რადიოკავშირის რეგიონალური კონფერენციის GE06 გეგმის დამატება 2, მე-4 თავის შესაბამისად, არ ქმნიან მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილი ციფრული სატელევიზიო და მოქმედი საჰაერო – სანაოსნო სამსახურების (გამოყენებული სიხშირეები ასევე შესულია GE06 გეგმაში) მიერ გამოყენებულ სიხშირებზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-11 მუხლის, მე-3 პუნქტის, ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:1. მიეცეს თანხმობა აზერბაიჯანის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების რადიოსიხშირეთა სახელმწიფო მართვის სამსახურს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჰაერო რადიოსანავიგაციო სამსახურის სადგურების გამოყენებაზე წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
