წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 516 / 10

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 05, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 01, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის  2006 წლის 22 სექტემბრის  №412/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი 3410.0 – 3431.0 მჰც და 3510.0 – 3531.0 მჰც სიხშირულ ზოლებზე ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” №6 დანართის მე-2 - მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ ადგილობრივი მომსახურების ზონებში.

ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2006 წლის 9 ნოემბრის  17:00 საათი, აუქციონის  ჩატარების თარიღად -  2006 წლის 1 დეკემბრის  14:00  საათი.  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა - 1,659,571.20  (ერთი მილიონ ექვსას ორმოცდაცხრამეტი ათას ხუთას სამოცდათერთმეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარით;

ზემოაღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში  წარმოადგინა სს ”ტელენეტმა”.

            კომისია აღნიშნავს, რომ სს ”ტელენეტი”-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

აუქციონი გაიმართა 2006 წლის 1 დეკემბრის  კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა სს ”ტელენეტის” გენერალური დირექტორი ბატონი ა.აბაშიძე.

“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად,  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. სს ”ტელენეტის” გენერალურმა დირექტორმა -  ბატონმა ა.აბაშიძემ რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის (82,979 - ოთხმოცდაორი ათას ცხრაას სამოცდაცხრამეტი ლარი) საერთო ოდენობის -  1,742,550.2 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდაორი ათას ხუთას ორმოცდაათი ლარი და ოცი თეთრი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გამარჯვებულად გამოცხადდეს სს ”ტელენეტი” 3410.0 – 3431.0 მჰც და 3510.0 – 3531.0 მჰც სიხშირულ ზოლებზე ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 1,742,550.2 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდაორი ათას ხუთას ორმოცდაათი ლარი და ოცი თეთრი) ლარი;

2.  უზრუნველყოს სს ”ტელენეტმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (522,765.06 - ხუთას ოცდაორი ათას შვიდას სამოცდახუთი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 165,957.12 (ას სამოცდახუთი ათას ცხრაას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და თორმეტი თეთრი) ლარის ანუ 356,807.94 (სამას ორმოცდათექვსმეტი ათას რვაას შვიდი ლარი და ოთხმოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის გადახდა 2007 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (მთაწმინდა-კრწანისი) - N200122900;

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300033018;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (1,219,785.14 - ერთ მილიონ ორას ცხრამეტი ათას შვიდა ოთხმოცდახუთი ლარი და თოთხმეტი თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

4. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

6. დაევალოს კომისიის საფინანო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიების მაძიებლების მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხების საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7. დაევალოს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე)  აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

8.  დაევალოს კომისიის აპარატის  ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ.ნიჟარაძე) სს ”ტელენეტი”-სთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი.ხარებავა).

            კომისიის თავმჯდომარე                                          დ.ქიტოშვილი

            კომისიის წევრები                                                     დ.პატარაია

                                                                                                გ.ფრუიძე

                                                                                                ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები