წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის N 70 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 517 / 17

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2007

მიღების თარიღი დეკემბერი 01, 2006

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის N 70 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. დამატებით შეტანილ იქნეს  წარმოდგენილ N 70  სხდომის დღის წესრიგის პროექტში  3 (სამი) საკითხი:

 ა) საკაბელო საერთო სამაუწყებლო ტელერადიოკომპანიების ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ (მომხს. გ. რატიშვილი);

ბ) რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

გ) ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ (მომხს. მომხს. კ. ყურაშვილი).

2. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის N 70  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

           კომისიის თავმჯდომარე                                                      დ. ქიტოშვილი

                     კომისიის წევრები:                                                      დ. პატარაია

                                                                                                             გ. ფრუიძე

                                                                                                             ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები