წვდომის მენიუ

შპს „ლაგი“-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 518 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 05, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 01, 2006

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 17 ნოემბრის №488/10 გადაწყვეტილებით ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად  გამოცხადდა შპს „ლაგი“. ამავე გადაწყვეტილებით შპს „ლაგს“ განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ლაგი“-ს მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია სარგებლობის საფასურის (15,750.00 - თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი ლარი) 30%-ს (4,725.00 - ოთხი ათას შვიდას ოცდახუთი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 1500.00 (ერთი ათას ხუთასი) ლარი ანუ 3,225.00 (სამი ათას ორას ოცდახუთი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს ”ლაგს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N 80 ლიცენზია  და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის ნუმერაციის რესურსი: 8-5-4 (რვა-ხუთი-ოთხი);

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 1 დეკემბრამდე;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (11,025.00 - თერთმეტი ათას ოცდახუთი ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ვაკე-საბურთალო) - N200122900;

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300043018;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის -  11,025.00 (თერთმეტი ათას ოცდახუთი ლარი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

918,75 ლარი    -   2007 წლის  1 იანვრამდე;

918,75 ლარი    -   2007 წლის  1 თებერვლამდე;

918,75 ლარი    -   2007 წლის  1 მარტამდე;

918,75 ლარი    -   2007 წლის  1 აპრილამდე;

918,75 ლარი    -   2007 წლის  1  მაისამდე;

918,75 ლარი    -   2007 წლის  1  ივნისამდე;

918,75 ლარი    -   2007 წლის  1 ივლისამდე

918,75 ლარი    -   2007 წლის  1 აგვისტომდე;

918,75 ლარი    -   2007 წლის  1  სექტემბრამდე;

918,75 ლარი    -   2007 წლის  1 ოქტომბრამდე;

918,75 ლარი    -   2007 წლის  1 ნოემბრამდე;

918,75 ლარი    -   2007 წლის  1 დეკემბრამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5.         გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

6.         კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                       დ.ქიტოშვილი

            კომისიის წევრები                                                     დ.პატარაია

                                                                                                გ.ფრუიძე

                                                                                                ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები