წვდომის მენიუ

შპს „ფაივ ლაინს ფროდაქშენისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 519 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 01, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ფაივ ლაინს ფროდაქშენმა” კომისიას მიმართა განცხადებით № 5-06/11-2,09.11.06, ქ.თბილისში სტუდიიდან სატელევიზიო ანძამდე რადიოსამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად, რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის სიხშირის მინიჭების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ფაივ ლაინს ფროდაქშენს”  2005 წლის 25 ნოემბერს კომისიის გადაწყვეტილებით № 746/1 მიეცა ლიცენზია №B11  ქ.თბილისში, 93.8მჰც სიხშირეზე, სპეციალიზირებული (გასართობი) პროგრამით საეთერო რადიომაუწყებლობისთვის.

კომისია ამასთან ერთად აღნიშნავს, რომ  შპს „ფაივ ლაინს ფროდაქშენს”  გამოეყო   28 მჰც სიგანის  (10140მჰც±14მჰც) სიხშირული ზოლი.

სიხშირე 10140 მჰც ±14მჰც  გათვალისწინებულია, ქ.თბილისში სტუდიიდან (ამაღლების ქ. №11)   გადამცემ სადგურამდე სამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად.  სიხშირე გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „ფაივ ლაინს ფროდაქშენს” სიხშირე 10140 მჰც ±14მჰც, ქ.თბილისში სტუდიიდან (ამაღლების ქ. №11)   გადამცემ სადგურამდე სამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად  ლიცენზიის მოქმედების ვადით;

2. წარმოადგინოს შპს „ფაივ ლაინს ფროდაქშენმა” გამოყენებული რადიოსარელეო  გადამცემი სადგურის სრული ტექნიკური პარამეტრები, სადგურის ინსტალაციის შემდგომ  ერთი თვის ვადაში;

3. აღირიცხოს შპს „ფაივ ლაინს ფროდაქშენისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის  უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ფაივ ლაინს ფროდაქშენისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;   

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მარვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე).

 კომისიის  თავმჯდომარე                                           დ. ქიტოშვილი

კომისიის  წევრი                                                                 დ.პატარაია

კომისიის  წევრი                                                                  გ.ფრუიძე

კომისიის   წევრი                                                                 ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები