წვდომის მენიუ

შპს „ცენტრისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 520 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 01, 2006

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ცენტრმა” (რეგისტრირებული კრწანისის სასამართლოს მიერ, რეგისტრაციის №06/4-432, საიდენტიფიკაციო კოდი-204381338) კომისიას მიმართა განცხადებით №11/101 01.11.06,  ბაზალეთის ტბის ტურისტული კომლექსის შიდა მოხმარების სატელეფონო სადგურის საქართველოს კავშირგაბმულობის ქსელთან მიერთების მიზნით, კომპლექსიდან ქ.დუშეთის ანძამდე (ს.მლაშე)   ერთმონაკვეთიანი  რადიოსარელეო ხაზის აგებისთვის,  სიხშირის მინიჭების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ცენტრს”  შესაძლებელია  გამოეყოს   28 მჰც სიგანის  (10140მჰც±14მჰც) სიხშირული ზოლი.

სიხშირე 10140 მჰც ±14მჰც  გათვალისწინებულია, ბაზალეთის ტბის ტურისტული კომლექსიდან ქ.დუშეთის ანძამდე (ს.მლაშე), შიდა მოხმარების სატელეფონო სადგურის, საქართველოს კავშირგაბმულობის ქსელთან დასაკავშირებლად, რადიოსარელეო ხაზით ინფორმაციის მიწოდებისთვის. სიხშირე გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „ცენტრს” სიხშირე 10140 მჰც ±14მჰც  ბაზალეთის ტბის ტურისტული კომპლექსიდან ქ.დუშეთის ანძამდე (ს.მლაშე) რადიოსარელე ხაზის ფუნქციონირებისთვის, ერთი წლის ვადით;

2. წარმოადგინოს შპს „ცენტრმა” გამოყენებული რადიოსარელეო  გადამცემი სადგურის სრული ტექნიკური პარამეტრები, სადგურის ინსტალაციის შემდგომ  ერთი თვის ვადაში;

3. აღირიცხოს შპს „ცენტრისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის  უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ცენტრისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;   

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მარვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

 კომისიის  თავმჯდომარე                                                            დ. ქიტოშვილი

კომისიის  წევრი                                                                           დ.პატარაია

კომისიის  წევრი                                                                           გ.ფრუიძე

კომისიის   წევრი                                                                          ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები