შპს ”ელ სი რადიოს ” № B 55ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2007
მიღების თარიღი დეკემბერი 01, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”), აღნიშნავს, რომ 2006 წლის 20 ნოემბერს კომისიას თხოვნით მომართა შპს ”ელ სი რადიოს” დირექტორმა ლ. ბუჩუკურმა, რათა გაუქმებულიყო შპს ”ელ სი რადიოს ” მფლობელობაში არსებული № B55 ლიცენზია.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე და 120-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ელ სი რადიოს”№ B 55 ლიცენზიის გაუქმების მიზნით;
2. შპს ”ელ სი რადიოს”№ B 55 ლიცენზიის გაუქმების საკითხის საჯარო მოსმენა გაიმართოს 2006 წლის 29 დეკემბერს, ხოლო გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე, მიღებულ იქნას 2007 წლის 5 იანვარს;
3. გამოქვეყნდეს ცნობა ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (ნ.ჯანელიძე);
4. გაეგზავნოს შპს ”ელ სი რადიოს” წინამდებარე გადაწყვეტილება (მ.აროშიძე) შესაბამისი თანმხლები წერილით;
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ.რატიშვილი)
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
