წვდომის მენიუ

შპს ”სერვისლაინი”-სთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 523 / 22

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 05, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 01, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 10 ნოემბრის N486/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადდა აუქციონი მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.

ლიცენზიის მაძიებლების მიერ  განცხადებების მიღების  ვადად განისაზღვრა 2006 წლის 27 ნოემბრის 17:00 საათი.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა შპს ”სერვისლაინმა”, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაც არ შეესაბამება გამოცხადებული აუქციონის პირობებს. კერძოდ, ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თანდართული არ აქვს რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, თუ განმცხადებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, ადმინისტრაციული ორგანო ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2006 წლის 10 ნოემბრის N486/10 გადაწყვეტილების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ვადა შპს ”სერვისლაინს”  2006  წლის 12 დეკემბრამდე წარმოადგინოს რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე; ნ.ჯანელიძე):

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ”სერვისლაინი”-სთვის  გაგზავნა;

ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება  კომისიის გვერდზე ინტერნეტში;

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

4. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

კომისიის თავმჯდომარე                              დ.ქიტოშვილი

კომისიის წევრები:                                       

დ.პატარაია

გ.ფრუიძე

ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები