წვდომის მენიუ

შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგი”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 525 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 05, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 01, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგს” კომისიის 2005 წლის 17 ივნისის №418/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს 11.700 – 12.289 გჰც სიხშირული დიაპაზონი შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, ჭიათურა, მცხეთა, გორი, კასპი, ხაშური, ხარაგაული, ზესტაფონი, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ლანჩხუთი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ქობულეთი, ხულო, ქედა, ხელვაჩაური, დუშეთი, ახალგორი, თიანეთი, ყაზბეგი, ონი, ამბროლაური, ლენტეხი, ცაგერი, მესტია, გალი, ოჩამჩირე, სოხუმი, საგარეჯო, გურჯაანი, თელავი, ახმეტა, ყვარელი, დედოფლისწყარო, სიღნაღი, გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო, ბოლნისი, დმანისი, წალკა, ცხინვალი, ბორჯომი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი, ვანი, ბაღდათი, ხონი, წყალტუბო, ნინოწმინდა შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით N1474 ლიცენზიის მოქმედების ვადით 03.05.2015 წლამდე.

            კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა” კომისიას მიმართა 2005 წლის 17 ივნისის №418/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირის შეცვლის მოთხოვნით (წერილი №25, 28.04.2006წ.) ეთერში არსებული ხელშეშლებისგან დაცვის მიზნით შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, სამტრედია, სენაკი, ლანჩხუთი, ჩოხატაური და ოზურგეთი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ”საკაბელო სატრანზიტო მაუწყებლობისთვის შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის მინიჭებული რადიოსიხშირეების მფლობელებზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის  საკითხის მომზადების და შპს ”აიეტის” №1 ლიცენზიის მოდიფიცირების  შესახებ” კომისიის 2006 წლის 28 აპრილის 178/2 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ  კომისიას შესაძლებლად მიაჩნია ეთერში არსებული ხელშეშლებისაგან დაცვის მიზნით შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგი”-სათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისას მინიჭებული სიხშირის შეცვლა იგივე სიგანის ზოლით მოსაზღვრე დიაპაზონში 11.294გჰც - 11.883 გჰც შემდეგ ქალქებსა და რაიონებში: ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, სამტრედია, სენაკი, ლანჩხუთი, ჩოხატაური და ოზურგეთი. 

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ”ყვარელსა და თელავში და მათ მიმდებარე რეგიონებში ტექნიკური საშუალებების ინსტალაციისა და შემდგომ ექსპლუატაციის პროცესში წარმოიქმნა ეთერული ხელშეშლები, ამჟამად მოქმედ ასევე ლიცენზიის მქონე შპს “ტელევიზია კახეთის“ მხრიდან.

მონიტორინგის სამსახურის მიერ შესაბამისი სამუშაოს  ჩატარების შედეგად დადგინდა,  რომ  შპს  “ტელევიზია კახეთის”  ტექნიკური    აღჭურვილობა ვერ უზრუნველყოფს სიგნალის პოლარიზაციის სიბრტყის  ორთოგონალურობას, რაც გათვალისწინებული იყო ორი კომპანიის ერთდროული ფუნქციონირების დროს ელექტრომაგნიტური თავსებადობის პირობების დაცვის უზრუნველყოფის კუთხით.

ურთიერთხელშეშლების პრაქტიკულად გამორიცხვის მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია შპს “გლობალკონტაქტ კონსალტინგისთვის” მინიჭებული სიხშირული ზოლის ორ ნაწილად გაყოფა, კერძოდ: ქ. ყვარელსა და თელავში ნაცვლად 11.700გჰც – 12.289გჰც ზოლისა, აღნიშნულმა კომპანიამ გამოიყენოს 11.359გჰც – 11672გჰც  და 12.228გჰც – 12.289გჰც სიხშირული ზოლები.”

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად: ”კომისიის მიერ ლიცენზიის საფუძველზე გაცემული ან/და კომისიის გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირის შეცვლა ლიცენზიის მოქმედების ან/და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში შეიძლება ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით” კომისიაში წარმოდგენილია შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგი”-ს წერილი (№86 22.08.2006) რომელშიც აღნიშნულია, რომ ”შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგი” თანახმაა მონიჭებული ზოლის ორ ნაწილად გაყოფაზე ყვარელსა და თელავში ნაცვლად 11.700გჰც – 12.289გჰც ზოლისა, 11.359გჰც – 11672გჰც  და 12.228გჰც – 12.289გჰც ზოლების გამოყენებაზე.”

 კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა” კომისიას მიმართა წერილით (24.11.2006 M6/883) ლიცენზიის აღებასთან დაკავსირებით, წერილს თან ერთვის სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. კომპანიას ასევე გავლილი აქვს ავტორიზაცია კომისიაში (რეგისტრაციის №29/1).

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად,  ავტორიზებული პირები, რომლებსაც შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის მინიჭებული აქვთ რადიოსიხშირეები, ინარჩუნებენ ამ რადიოსიხშირეებს  შესაბამისი ვადის განმავლობაში.  ამ ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი პირის მიერ კომისიისათვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის 10 წლის ვადით, აუქციონის გამართვის გარეშე გაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში პირი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ  შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგს”  მინიჭებული სიხშირული ზოლი შეეცვალოს 11.294გჰც - 11.883 გჰც სიხშირული ზოლით შემდეგ ქალქებსა და რაიონებში: ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, სამტრედია, სენაკი, ლანჩხუთი, ჩოხატაური და ოზურგეთი. ხოლო ქ.თელავში და ყვარელში 11.700გჰც – 12.289გჰც ზოლის ნაცვლად  გამოეყოს 11.359გჰც – 11672გჰც  და 12.228გჰც – 12.289გჰც სიხშირული ზოლები და აღნიშნულის გათვალისწინებით განხორციელდეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 და მე-13 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  მიეცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F36 ლიცენზია შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგს” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა)  ა.ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 11.294გჰც - 11.883 გჰც შემდეგ ქალქებსა და რაიონებში: ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, სამტრედია, სენაკი, ლანჩხუთი, ჩოხატაური და ოზურგეთი;

ა.ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 11,700 - 12,289 გჰც შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ჭიათურა, მცხეთა, გორი, კასპი, ხაშური, ხარაგაული, ზესტაფონი, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული, აბაშა, ხობი, ზუგდიდი, მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხულო, ქედა, ხელვაჩაური, დუშეთი, ახალგორი, თიანეთი, ყაზბეგი, ონი, ამბროლაური, ლენტეხი, ცაგერი, მესტია, გალი, ოჩამჩირე, სოხუმი, საგარეჯო, გურჯაანი, ახმეტა, დედოფლისწყარო, სიღნაღი, გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო, ბოლნისი, დმანისი, წალკა, ცხინვალი, ბორჯომი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი, ვანი, ბაღდათი, ხონი, წყალტუბო, ნინოწმინდა;

ა.გ)  რადიოსიხშირული სპექტრი: 11.359გჰც – 11672გჰც  და 12.228გჰც – 12.289გჰც ქ.თელავში და ყვარელში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 1 დეკემბრამდე;

გ) უზრუნველყოს შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგ”-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენულებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად;

2.      დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო  რეესტრში შეტანა;

ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა; 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

4.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                       დ.ქიტოშვილი

         კომისიის წევრები                                         დ.პატარაია

                                                                                გ.ფრუიძე

                                                                                ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები