წვდომის მენიუ

საკაბელო საერთო სამაუწყებლო ტელერადიოკომპანიების ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 527 / 2

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2007

მიღების თარიღი დეკემბერი 01, 2006

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ  “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში  უნდა განახორციელოს გაცემული ლიცენზიების მოდიფიცირება კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის, სამაუწყებლო ვალდებულებებთან დაკავშირებით.

     კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიების მოდიფიცირების უზრუნველყოფის მიზნით მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებს გაეგზავნათ წერილები (№ 04/1372-06; № 04/1373-06;  №04/1374-06;), რათა კომისიაში წარმოედგინათ ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებული მაუწყებლობის სახეობის შესახებ.

     წარმოდგენილი წერილების შესწავლისა და მაუწყებლის მიერ განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგის შედეგად ირკვევა:

1.  შპს ”გორდა”- N 1357 (მოქმედების ვადა 13/06/2013 წ.) ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება, ახორციელებს საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებას ქ. თელავში;

2. შპს ”მედიევალი”- N 1445 (მოქმედების ვადა 21/01/2015 წ.) ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება, ახორციელებს საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებას  ქ. ფოთში;

3. ი/მ ”რამაზი ჩხიკვაძე” N 1351 (მოქმედების ვადა 16/05/2013 წ.) ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება, ახორციელებს საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებას ქ. ქუთაისში;

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის  ”ა” ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და  76 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

 1.  მოდიფიცირდეს შპს ”გორდას”  კუთვნილი ლიცენზია N 1357 (მოქმედების ვადა 13/06/2013 წ.) კერძო   მაუწყებლობის ლიცენზიად, მიენიჭოს N B83; ლიცენზიის სახედ განესაზღვროს - კერძო ტელემაუწყებლობა, ხოლო ლიცენზიის სახეობად -  საკაბელო საერთო ტელემაუწყებლობა;

2. მოდიფიცირდეს შპს ”მედიევალის” კუთვნილი ლიცენზია N 1445 (მოქმედების ვადა 21/01/2015 წ.) კერძო მაუწყებლობის ლიცენზიად, მიენიჭოს NB84; ლიცენზიის სახედ განესაზღვროს - კერძო ტელემაუწყებლობა,ხოლო ლიცენზიის სახეობად-  საკაბელო საერთო ტელემაუწყებლობა;

3. მოდიფიცირდეს ი/მ ”რამაზი ჩხიკვაძiს”კუთვნილი ლიცენზია  N 1351 (მოქმედების ვადა 16/05/2013 წ.)  კერძო  მაუწყებლობის ლიცენზიად, მიენიჭოს N B85; ლიცენზიის სახედ განესაზღვროს - კერძო  რადიომაუწყებლობა, ხოლო ლიცენზიის სახეობად -  საკაბელო საერთო რადიომაუწყებლობა;

4. შპს ”გორდა”, შპს ”მედიევალი” და ი/მ ”რამაზ ჩხიკვაძე” ვალდებულია:

ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თვისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილებების შესახებ;

გ) წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაცია;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზირებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში არის ასახული;

თ) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზირებული ნებადართული საქმიანობისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ი) საქმიანობის სფეროში საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული  საქმიანობა;

კ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

ლ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა ზემოაღნიშნული  კომპანიებისთვის,  სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა (გ.რატიშვილი);

6. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის თობაზე ინფორმაციის ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;

7 .გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის  N 1 ა) ერთი თვის ვადაში;

8. კონტოროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრები:                                                                            დ. პატარაია

                                                                                                            გ. ფრუიძე     

                                                                                                            ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები