წვდომის მენიუ

რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 528 / 10

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 05, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 01, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს “დჯმ მედია სე”-მა რადიოსარელეო კავშირებისთვის  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი და შესაძლებელია გამოცხადდეს აუქციონი რადიოსარელეო კავშირებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 29 მჰც სიგანის სიხშირულ ზოლებზე .

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე და 50-ე მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა”   და  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს აუქციონი რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგ სიხშირულ ზოლებზე:

ა) 5974.85 მჰც ± 14.5 მჰც     და     6226.89 მჰც ± 14.5 მჰც;

ბ) 6004.5   მჰც ± 14.5 მჰც     და     6256.54 მჰც ± 14.5 მჰც;

გ) 6034.15 მჰც ± 14.5 მჰც      და     6286.19 მჰც ± 14.5 მჰც;

დ) 6063.8  მჰც ± 14.5 მჰც      და     6315. 84მჰც ± 14.5 მჰც.  

2. განისაზღვროს რადიოსარელეო სადგურების განთავსების შემდეგი კოორდინატები:

ა) თბილისი                41˚45’ 34’’                   44˚55’ 48’’

ბ) მცხეთა                   41˚49’ 46’’                   44˚41’ 08.3’’

გ) გორი                     42˚00’ 25’’                   44˚02’ 26’’

დ) დედაბერა             42˚09’ 12’’                   43˚31’ 28’’

ე) ზესტაფონი           42˚06’ 36.7’’                43˚00’ 55’’

ვ) გურია                   42˚03’ 58’’                   42˚13’ 04’’

ზ) მწვანე კონცხი       41˚41’ 38’’                   41˚42’ 54’’

3. რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს  18,825.60 (თვრამეტი ათას რვაას ოცდახუთი ლარი და სამოცი თეთრი) ლარით;

4. აუქციონების  ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2007 წლის 12 იანვრის 14:00 საათი;

5. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2006 წლის 25 დეკემბრის 17:00 საათამდე;

6. აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ - 942 (ცხრაას ორმოცდაორი ლარი) ლარს.

7. სალიცენზიო პირობა:

ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;

8. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლი­ცენ­ზი­ის მაძიებელი გან­ცხა­დე­ბით მიმართავს კომისიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი სარგებლობის ლიცენზიის სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

9. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

ბ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი.ეს თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

     -ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;

     -ა/ანგარიში: 609326;

     -კოდი: 220101830;

     -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;

თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს აცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ  გადახდილი რესურსით სარგებლობის საწყისი  საფასურის  10 %,  გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას;

რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ი (ბე) ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

10. აუქციონში მონაწილეობის უფლება არა აქვს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული სპექტრიდან 50 პროცენტის ან  მეტის მფლობელი.

11. თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ  გადაწყვეტილების მე-9 პუნქტში  მითითებული მონაცემები და დოკუმენტაცია, კომისია განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

12. აუქციონი ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;

13. დაევალოს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

14. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

15. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                        დ.ქიტოშვილი

            კომისიის წევრები                                         დ.პატარაია

                                                                                    გ.ფრუიძე

                                                                                    ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები