წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №71, №72 და №73 სხდომების გადატანის შესახებ

ნომერი: 529 / 22

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 13, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 13, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: ”კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა.”

2006 წლის 15 დეკემბერს გათვალისწინებული იყო კომისიის №71, №72 და  №73  სხდომების ჩატარება. გამომდინარე იქედან, რომ 2006 წლის 15 დეკემბრის კომისიის სხდომებს ვერ დაესწრება კომისიის თავმჯდომარე - დიმიტრი ქიტოშვილი, რომელიც 2006 წლის 15 დეკემბრიდან 18 დეკემბრამდე სამსახურებრივი მივლინებით მიემგზავრება თურქეთში და კომისიის წევრი - ზურაბ ნონიკაშვილი - ავადმყოფობის გამო, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, №71, №72 და  №73 სხდომების დღის წესრიგებით გათვალისწინებული საკითხების გადატანა 2006 წლის 18 დეკემბრისთვის.

”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”-ს 105-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      გადატანილ იქნას კომისიის №71 სხდომა 2006 წლის 18 დეკემბრის 15:00 საათზე;

2.      გადატანილ იქნას კომისიის №72 სხდომა 2006 წლის 18 დეკემბრის 16:00 საათზე;

3.      გადატანილ იქნას კომისიის №73 სხდომა 2006 წლის 18 დეკემბრის 17:00 საათზე;

4.      დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში, კომისიის გვერდზე;

5.      გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

6.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                 დ.ქიტოშვილი

კომისიის წევრები                                                           დ.პატარაია

                                                                                         გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები