წვდომის მენიუ

სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ აუქციონებში გამარჯვებულების გამოვლენის შესახებ

ნომერი: 530 / 10

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 18, 2006

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 29 სექტემბრის №417/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონები სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემდეგი ლიცენზიების მისაღებად:

ა) 185XXX-186XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. თბილისში;

 - რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 3000 (სამი ათასი) ლარით;

ბ)  46XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი)  სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  ქ.ფოთში;

 - რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 1500 (ათას ხუთასი) ლარით;

გ)  30XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ.გორში;

 - რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარით;

დ)  30XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  ქობულეთის რაიონში;

 - რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარით;

ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2006 წლის 16 ნოემბრის 17:00 საათი, ხოლო აუქციონების  ჩატარების თარიღად -  2006 წლის 8 დეკემბრის 13:00  საათი; კომისიის 2006 წლის 24 ნოემბრის №502/22 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა აუქციონის გამოცხადების შესახებ კომისიის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში და აუქციონების ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2006 წლის 15 დეკემბრის 12:00 საათი, ხოლო კომისიის 2006 წლის 13 დეკემბრის №529/22 გადაწყვეტილებით კომისიის №71 სხდომა, რომელზეც უნდა ჩატარებულიყო აუქციონები სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად, გადატანილ იქნა 2006 წლის 18 დეკემბრის 15:00 საათზე.

აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში  წარმოადგინეს:

- ქ. თბილისში 185XXX-186XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად - შპს ”ახალმა ქსელებმა”, შპს ”ქიუტელ საქართველომ’ და შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფმა”;

- ქ.ფოთში  - 46XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი),   ქ.გორში - 30XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) და ქობულეთის რაიონში - 30XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად - შპს ”სელკომმა”.

 კომისია აღნიშნავს, რომ - შპს ”ახალი ქსელების”, შპს ”ქიუტელ საქართველოს”, შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” და შპს ”სელკომის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

აუქციონები გაიმართა 2006 წლის 18 დეკემბრის კომისიის სხდომაზე.

1. კომისია აღნიშნავს, რომ ქ.ფოთში  - 46XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი),   ქ.გორში - 30XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) და ქობულეთის რაიონში - 30XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად განაცხადი წარმოადგინა მხოლოდ შპს ”სელკომმა”. “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად,  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.

ქ.ფოთში  - 46XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი),   ქ.გორში - 30XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) და ქობულეთის რაიონში - 30XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ აუქციონზე შპს ”სელკომი”-ს წარმომადგენელმა ბატონმა ვ.ამაშუკელმა,   თითოეული ლიცენზიისათვის, რესურსით სარგებლობის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის -  1575.00 (ერთი ათას ხუთას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა;

2. ქ. თბილისში 185XXX-186XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  შესაბამისად ჩატარდა წილისყრა  კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად შპს ”ახალი ქსელების”-ს წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №1, შპს ”ქიუტელ საქართველოს”-ს წარმომადგენელმა №3. შესაბამისად, შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფი”-ს წარმომადგენელს წილად ხვდა №2. პირველი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა (საწყის საფასურს - 3000 ლარს + ერთი ბიჯი, 150 ლარი) დააფიქსირა შპს ”ახალი ქსელები”-ს წარმომადგენელმა, შემდეგ ასევე ერთი ბიჯი დაამატა შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფი”-ს წარმომადგენელმა (3150 ლარს + 150 ლარი), და ასევე ერთი ბიჯი შპს ”ქიუტელ საქართველოს ”-ს წარმომადგენელმა (3300 ლარს + 150 ლარი). შპს ”ქიუტელ საქართველო”-ს წარმომადგენელმა აუქციონის მსვლელობისას ბოლოს დააფიქსირა მე-18 ბიჯი და შემდეგი ბიჯის დასახელებამდე შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, აუქციონი გააგრძელეს შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფმა”. აუქციონის მსვლელობისას გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 34 (ოცდათოთხმეტი) ბიჯი, სულ 8100.00 (რვა ათას ასი) ლარი დააფიქსირა შპს “ახალი ქსელების” წარმომადგენელმა.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”სელკომი”  ქ.ფოთში  - 46XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი),   ქ.გორში - 30XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) და ქობულეთის რაიონში - 30XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი)  სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა თითოეული ლიცენზიისთვის გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 1575.00 (ერთი ათას ხუთას) ლარი ანუ სულ 4725.00 (ოთხი ათას შვიდას ოცდახუთი) ლარი .

2. უზრუნველყოს შპს ”სელკომმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (1,417.50 (ერთი ათას ოთხას ჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 450.00 (ოთხას ორმოცდაათი) ლარი ანუ 967.50 (ცხრაას სამოცდაშვიდი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა 2007 წლის 18 იანვრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (მთაწმინდა-კრწანისი) - N200122900;

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300033018;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (3,307.50 - სამი ათას სამას შვიდი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა შპს ”სელკომმა” განახორციელოს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;        

4. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ახალი ქსელები”  ქ. თბილისში 185XXX-186XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი)  სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 8100.00 (რვა ათას ასი) ლარი.

5. უზრუნველყოს შპს ”ახალმა ქსელებმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (2430.00 ორი ათას ოთხას ოცდაათი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 300.00 (სამასი ლარი) ლარი ანუ 2130.00 (ორი ათას ას ოცდაათი ლარი) ლარის გადახდა 2007 წლის  18 იანვრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ვაკე-საბურთალო) - N200122900;

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300043018;

6. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (5670.00 ხუთი ათას ექვსას სამოცდაათი ლარი) გადახდა შპს ”ახალმა ქსელებმა” განახორციელოს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

7. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

8. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

9. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიების მაძიებლების მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხების საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

10. დაევალოს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე)  აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

11.  დაევალოს კომისიის აპარატის  ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                          დ.ქიტოშვილი

კომისიის წევრები                                                    დ.პატარაია

                                                                                 გ.ფრუიძე

                                                                                ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები