წვდომის მენიუ

მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის თაობაზე შპს “სერვისლაინი“-ს განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 532 / 12

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 18, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 10 ნოემბრის N486/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადდა აუქციონი მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.

ლიცენზიის მაძიებლების მიერ  განცხადებების მიღების  ვადად განისაზღვრა 2006 წლის 27 ნოემბრის 17:00 საათი.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა შპს ”სერვისლაინმა”, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაც არ შეესაბამებოდა გამოცხადებული აუქციონის პირობებს. კერძოდ, ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თანდართული არ ჰქონდა რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

კომისიის 2006 წლის 01 დეკემბრის 523/22 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ”სერვისლაინს” 2006 წლის 10 ნოემბრის N486/10 გადაწყვეტილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების  საფუძველზე მიეცა ვადა 2006  წლის 12 დეკემბრამდე წარმოედგინა რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სერვისლაინი”-ს მიერ ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია დადგენილ ვადაში წარმოდგენილი არ იქნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2006 წლის 10 ნოემბრის N486/10 გადაწყვეტილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  83-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კომისიამ

გადაწყვიტა:

1. განუხილველად დარჩეს შპს “სერვისლაინი“-ს განცხადება მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის შესახებ;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აცნობოს შპს “სერვისლაინ“-ს წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                          დ.ქიტოშვილი

კომისიის წევრები                                                     დ.პატარაია

                                                                                  გ.ფრუიძე

                                                                                  ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები