საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის N 73 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2006
მიღების თარიღი დეკემბერი 18, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2006 წლის 18 დეკემბრის N 73 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 18 დეკემბრის N 73 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
