წვდომის მენიუ

“სს „ტელენეტი“-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ” კომისიის 2006 წლის 13 ოქტომბრის №446/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 537 / 22

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 18, 2006

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  შევიდეს ცვლილება “სს „ტელენეტი“-სთვის  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის  შესახებ” კომისიის 2006 წლის 13 ოქტომბრის №446/1 გადაწყვეტილებაში და მე-2  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (3,307.50 - სამი ათას სამას შვიდი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (მთაწმინდა-კრწანისი) - N200122900;

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300033018;”

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) წინამდებარე გადაწყვეტილების სს ”ტელენეტი”-სთვის გაგზავნა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                            დ.ქიტოშვილი

კომისიის წევრები                                                     დ.პატარაია

                                                                                  გ.ფრუიძე

                                                                                  ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები