საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №229/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2006
მიღების თარიღი დეკემბერი 18, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს რომ შპს ტელეკომპანია ”პირველი სტერეო” სატელევიზიო მაუწყებლობას ახორციელებს B20 ლიცენზიის პირობების შესაბამისად 10 სატელევიზიო გადამცების მეშვეობით და ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე რადიოსარელეო ხაზის მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე და ქ.თბილისში იყენებს: 1005 მჰც; 1310 მჰც; 2270 მჰც; 2310 მჰც და 2390მჰც სიხშირეებს. აღნიშნული სიხშირეები გამოიყენება სატელევიზიო გადამცემებამდე სამაუწყებლო სიგნალების მისაწოდებლად და რადიოსარელეო მაგისტრალურ სადგურებს შორის კავშირისთვის ერთი მიმართულებით, ხოლო განშტოების წერტილებისთვის, რადიალურ სექტორებში სხვადასხვა აზიმუტებით.
კომისია აღნიშნავს, რომ ქ.თბილისში (2200¸2400)მჰც სიხშირული ზოლის, ი/ს ”კონსტანტინე ასათიანის” მიერ F9 ლიცენზიის ფარგლებში უსადენო დაშვების ქსელებით გამოყენების შემთხვევაში მოსალოდნელია ურთიერთხელშეშლების წარმოქმნა, 2270მჰც, 2310მჰც და 2390მჰც სიხშირეებზე მოქმედ შპს ”პირველი სტერეოს” რადიოსარელეო სადგურების მიერ ან მათ მიმართ.
ქ.თბილისში, (2200¸2400)მჰც სიხშირულ ზოლში, ელექტრომაგნიტური თავსებადობის პირობების გაუმჯობესების მიზნით კომისია საჭიროდ მიიჩნევს შპს ”პირველი სტერეოსთვის” ქ.თბილისში გამოსაყენებლად იმ სიხშირეების (2270 მჰც და 2310 მჰც) შეცვლას, რომელიც (2200¸2400)მჰც ზოლის ფარგლებში იმყოფება, რაზეც თანხმობა, შპს ”პირველი სტერეომ” განცხადებით (7/216-06,01.12.06) დაადასტურა.
აღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია კომისიის გადაწყვეტილებაში №229/13,02.06.06 შპს ტელეკომპანია ”პირველი სტერეოსთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ, შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილება.
საქართველოს ზოგადი ადმონისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შეტანილი იქნეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №229/13,02.06.06 გადაწყვეტილებაში შპს ტელეკომპანია ”პირველი სტერეოსთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ და აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ), გ), დ) და ე) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა) ქ.თბილისში – 1005 ±14 მჰც (რადიალურ სექტორებში);
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის ჩათვლით) – 1310 ± 27 მჰც (რადიალურ სექტორებში);
გ) საქართველოს ტერიტორიაზე (თბილისის ჩათვლით) – 1670,5 ± 8,5 მჰც;
დ) საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის ჩათვლით) – 1699 ± 10 მჰც;
ე) საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის გარდა) – 2270 ±14 მჰც; (რადიალურ სექტორებში); ”
2. აღირიცხოს შპს ტელეკომპანია ”პირველი სტერეოსთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა.დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ტელეკომპანია ”პირველი სტერეოსთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) ერთი თვის ვადაში:
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე)
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ.პატარაია
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი ზ.ნონიკაშვილი
