საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2006
მიღების თარიღი დეკემბერი 18, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტმა „კომისიას” მიმართა განცხადებებით №16-17/1-224, 09.11.06, №16-17/1-225,09.11.06, და №16-17/1-226,13.11.06, საქართველოს ტერიტორიაზე მობილური სპეც-ტექნიკის გამოსაყენებლად, (150.0¸174.0) მჰც დიაპაზონში 25 კჰც სიგანის 8 სამუშაო სიხშირის და (1700¸1850) მჰც დიაპაზონში 250 კჰც სიგანის არხებისთვის, 4 მჰც სიხშირული ზოლის გამოყოფის მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სპეც-ტექნიკის ტექნიკური პარამეტრების, სიხშირეთა განაწილების გეგმისა და ჩატარებული რადიომონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული ტექნიკური საშუალებების გამოყენებისთვის (150.0¸174.0)მჰც დიაპაზონში გამოყოფილი იქნა 8 სამუშაო სიხშირე, ხოლო (1700¸1850)მჰც დიაპაზონში 2.5მჰც სიგანის სიხშირული ზოლი (10 არხი).
სიხშირეები და 2.5მჰც სიგანის სიხშირული ზოლი, გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სპეც-ტექნიკის ფუნქციონირებისთვის და გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტს სიხშირეები:
153.675 მჰც; 153.775 მჰც; 153.825 მჰც; 154.775 მჰც; 154.975 მჰც; 155.025 მჰც; 168.750მჰც; 168.700მჰც და 2.5მჰც სიგანის სიხშირული ზოლი (1786¸1788.5)მჰც საქათველოს ტერიტორიაზე სპეც-ტექნიკის ფუნქციონირებისთვის 1 წლის ვადით;
2. აღირიცხოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტისთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ.პატარაია
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი ზ.ნონიკაშვილი
