წვდომის მენიუ

შპს ”ნიავი-პლიუსისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 546 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 18, 2006

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ნიავი-პლიუსმა” (რეგისტრირებული  ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, საიდენტიფიკაციო ნომერი  № 238768758; 20.10.06.) კომისიას მიმართა განცხადებით (24.11.06)  ქ. სამტრედიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში  (ტაქსებით მომსახურეობისთვის) ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

    “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”ნიავი-პლიუსს”  150.125 მგჰც და 155.725 მგჰც სიხშირეები ქ. სამტრედიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს ”ნიავი-პლიუსისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ნიავი-პლიუსისთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

            კომისიის თავმჯდომარე                                                      დ. ქიტოშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

           კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები