ი/მ ”ჩილინგარიანი სერგოს” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2006
მიღების თარიღი დეკემბერი 18, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ი/მ ”ჩილინგარიანი სერგომ” კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/189-06; 31.10.06) სიხშირეების მინიჭების თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიამ განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის (გადამცემის ტიპი და ძირითადი ტექნიკური პარამეტრები; გამოსხივებული ეფექტური სიმძლავრე და ა.შ.;) წარომოდგენისათვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №06/1513-06; 22.11.06.).
კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად კომისიამ
გადაწყვიტა:
1. განუხილველად იქნას დატოვებული ი/მ ”ჩილინგარიანი სერგოს” განცხადება სიხშირის მინიჭების შესახებ;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
