რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ფიქსირებული სამსახურის სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 15, 2006
მიღების თარიღი თებერვალი 03, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები (№UMS-50/3006, 07.12.05. და №UMS-50/3036, 08.12.05.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით ფიქსირებული სამსახურის სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-47 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ფიქსირებული სამსახურის სადგურების გამოყენებაზე (№UMS-50/3006, 07.12.05. და №UMS-50/3036, 08.12.05. წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
