სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ აუქციონებში გამარჯვებულების გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 08, 2007
მიღების თარიღი დეკემბერი 22, 2006
ა)16XXX-19XXX (სულ 4000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. ბათუმში;
- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 6000 (ექვსი ათასი) ლარით;
ბ) 60XXX - 67XXX (სულ 8000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. ბათუმში;
- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 12000 (თორმეტი ათასი) ლარით;
ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2006 წლის 7 დეკემბრის 17:00 საათი, ხოლო აუქციონების ჩატარების თარიღად - 2006 წლის 22 დეკემბრის 13:00 საათი;
აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში წარმოადგინეს: შპს ”ატელმა” და შპს ”ო.კ”-მ
კომისია აღნიშნავს, რომ - შპს ”ატელ”-ის და შპს ”ო.კ”-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონები გაიმართა 2006 წლის 22 დეკემბრის კომისიის სხდომაზე.
1. კომისია აღნიშნავს, რომ ქ.ბათუმში - 60XXX - 67XXX (სულ 8000 სააბონენტო ნომერი), სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად ჩატარდა წილისყრა კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად შპს ”ო.კ”-ს წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №2, შესაბამისად, შპს ”ატელ”-ის წარმომადგენელს წილად ხვდა №1. პირველი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა (საწყის საფასურს - 12000 ლარს + ერთი ბიჯი, 600 ლარი) დააფიქსირა შპს ”ატელ”-ის წარმომადგენელმა, შემდეგ ასევე ერთი ბიჯი დაამატა შპს ” ო.კ”-ს წარმომადგენელმა (12600 ლარს + 600 ლარი), და ასევე ერთი ბიჯი შპს ”ატელ”-ის წარმომადგენელმა (13200 ლარს + 600 ლარი). შპს ”ო.კ”-ს წარმომადგენელმა შემდეგი ბიჯის დასახელებამდე შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 3 (სამი) ბიჯი, სულ 13800.00 (ცამეტი ათას რვაასი) ლარი დააფიქსირა შპს “ატელ”-ის წარმომადგენელმა.
2. ქ.ბათუმში - 16XXX-19XXX (სულ 4000 სააბონენტო ნომერი), სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად ჩატარდა წილისყრა კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად შპს ”ო.კ”-ს წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №1, შესაბამისად, შპს ”ატელ”-ის წარმომადგენელს წილად ხვდა №2. პირველი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა (საწყის საფასურს - 6000 ლარს + ერთი ბიჯი, 300 ლარი) დააფიქსირა შპს ”ო.კ”-ს წარმომადგენელმა, შემდეგ ასევე ერთი ბიჯი დაამატა შპს ”ატელ”-ის წარმომადგენელმა (6300 ლარს + 300 ლარი), და ასევე ერთი ბიჯი შპს ”ო.კ”-ის წარმომადგენელმა (6600 ლარს + 300 ლარი). შპს ”ატელ”-ის წარმომადგენელმა შემდეგი ბიჯის დასახელებამდე შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 3 (სამი) ბიჯი, სულ 6900.00 (ექვსი ათას ცხრაასი) ლარი დააფიქსირა შპს “ო.კ”-ის წარმომადგენელმა.
ზემოარნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ატელი” ქ.ბათუმში - 60XXX - 67XXX (სულ 8000 სააბონენტო ნომერი), სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 13800.00 (ცამეტი ათას რვაასი) ლარი.
2. უზრუნველყოს შპს ”ატელმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (4140.00 - ოთხი ათას ას ორმოცი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 1200.00 (ერთი ათას ორასი) ლარი ანუ 2940.00 (ორი ათას ცხრაას ორმოცი) ლარის გადახდა 2007 წლის 22 იანვრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ქ. ბათუმი) - №200122900
- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - №300693018;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (9660 - ცხრა ათას ექვსას სამოცი ლარი) გადახდა შპს ”ატელმა” განახორციელოს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ო.კ” ქ. ბათუმში 16XXX-19XXX (სულ 4000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 6900.00 (ექვსი ათას ცხრაასი) ლარი.
5. უზრუნველყოს შპს ”ო.კ” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (2070.00 ორი ათას სამოცდაათი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 600 (ექვსასი) ლარი ანუ 1470.00 (ერთი ათას ოთხას სამოცდაათი ლარი) ლარის გადახდა 2007 წლის 22 იანვრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ვაკე-საბურთალო) - N200122900;
- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300043018;
6. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (4830.00 ოთხი ათას რვაას ოცდაათი ლარი) გადახდა შპს ”ო.კ”-მ განახორციელოს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
7. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონებში გამარჯვებულებისათვის ლიცენზიების გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
8. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
9. დაევალოს კომისიის საფინანო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიების მაძიებლების მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხების საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
10. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
11. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი თვის ვადაში;
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
