წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის N 76 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 554 / 17

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 08, 2007

მიღების თარიღი დეკემბერი 22, 2006

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2006 წლის 22 დეკემბრის N 76 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. დამატებით შეტანილ იქნეს  წარმოდგენილ N 76  სხდომის დღის წესრიგის პროექტში 5 (ხუთი) საკითხი:

ა) შპს ”ბეტა”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ბ) შპს ”მობიტელი”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ (მომხს.  ნ. ნიჟარაძე);

გ) შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას შორის დავაზე მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შესახებ (მომხს. გ. გოგიაშვილი);

დ) შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავაზე მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შესახებ (მომხს. გ. გოგიაშვილი);

ე) კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციისთვის კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. გ. რატიშვილი);

2. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 22 დეკემბრის N 76  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                             დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრები:                                                      დ. პატარაია

                                                                                     გ. ფრუიძე

                                                                                     ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები