საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 15, 2007
მიღების თარიღი დეკემბერი 22, 2006
კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს საკომუნიკაციო სისტემაში გაერთიანებული რეტრანსლატორების, სტაციონარული გადამცემების და სატარებელი რაციების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274 და 30-ე მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (N42, 21.01.1997) დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთნებულ ცნობათა ნუსხის” მე-3 თავის 3.2.20 პუნქტის, “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტს საკომუნიკაციო სისტემაში გაერთიანებული რეტრანსლატორების, სტაციონარული გადამცემების და სატარებელი რაციების სიხშირეები 1 წლის ვადით ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;
2. საიდუმლოდ იქნეს მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;
3. აღირიცხოს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (ი. ხარებავა);
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა) 1 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მარვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ.პატარაია
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი ზ.ნონიკაშვილი
