წვდომის მენიუ

საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 556 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 15, 2007

მიღების თარიღი დეკემბერი 22, 2006

                               საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს რომ,  საქართველის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომისიას მიმართა განცხადებით (№8-17/1814,11.12.06) რუსეთის ფედერაციის საელჩოსთვის კომისიის გადაწყვეტილებით (№475/7, 26.06.03) ნებადართული სიხშირეების უვადოდ მინიჭების შესახებ. აღნიშნულის თაობაზე რუსეთის ფედერაციის საელჩომ  ნოტით (№269, 2311.06) მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ამასთან, ნოტაში აღნიშნულია, რომ მოთხოვნილი სიხშირეები გამოიყენება  საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის რადიოკავშირისთვის.

    კომისია  აღნიშნავს,  რომ  საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოსთვის მოკლეტალღოვან (HF) დიაპაზონში სიხშირეების მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ ერთი წლით. ამასთან, სიხშირეები უნდა იქნეს  გამოყენებული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

    “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა

1. მიენიჭოს საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოს, ქ.თბილისში, კავშირგაბმულობის რადიოტექნიკური მოწყობილობებით რადიოკავშირის განხორციელებისთვის  ფიქსირებული სიხშირეები მოკლეტალღოვან (HF) დიაპაზონში ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ერთი წლის ვადით;

2. აღირიცხოს საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში ( ა. დაბრუნდაშვილი);

3.  კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მარვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე).

კომისიის   თავმჯდომარე                                                        დ.ქიტოშვილი

კომისიის   წევრი                                                                        დ.პატარაია

კომისიის   წევრი                                                                        გ.ფრუიძე

კომისიის    წევრი                                                                       ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები