წვდომის მენიუ

შპს ტელერადიოკომპანია „რიონისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 557 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 15, 2007

მიღების თარიღი დეკემბერი 22, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ტელერადიოკომპანია ”რიონმა” (რეგისტრირებული ქ.ქუთაისის სასამართლოს 1995 წლის 18 მაისის №12/4-10 დადგენილებით) რომელიც, B73 ლიცენზიის პირობების შესაბამისად ქ.ქუთაისში სატელევიზიო მაუწყებლობას აწარმოებს 31-ე სატელევიზიო არხზე,  კომისიას მიმართა განცხადებით № 272, 09.11.06, ქ. ქუთაისში,  სტუდიიდან (ფალიაშვილის ქ. №2) სატელევიზიო ანძზე განთავსებულ სატელევიზიო გადამცემამდე სამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად, ამჟამად გამოყენებული  რადიოსარელეო ხაზის  სამუშაო სიხშირული ზოლის (2290 მჰც ± 7მჰც) სანაცვლოდ, 1000მჰც-დან 1500მჰც-მდე დიაპაზონში  იგივე  (14 მჰც)  სიგანის სხვა სიხშირული ზოლის მინიჭების მოთხოვნით. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ სიხშირის გამოცვლის საჭიროება, 2290 მჰც სიხშირეზე წარმოქნილმა ხელშეშლებმა განაპირობა.

კომისია აღნიშნავს, რომ ქ.ქუთაისში, ტელერადიოსამაუწყებლო ანძაზე, მისი განლაგების ადგილის ეფექტურობის გამო, მაუწყებლობის და სხვა დანიშნულების ათეულზე მეტი გადამცემი მოწყობილობა და სისტემა არის განთავსებული, მათ შორის შპს ტელერადიოკომპანია ”რიონის” სატელევიზიო გადამცემი და აღნიშნული რადიოსარელეო ხაზის მიმღები სადგური.   ამავე ანძაზეა განთავსებული შპს ”სატელიტსერვისის” მიმღებ-გადამცემი სისტემა, 2.2გჰც ¸ 2,4გჰც სიხშირულ  დიაპაზონში F29 ლიცენზიის პირობების შესაბამისად, ინტერნეტით, საკაბელო- სატრანზიტო მაუწყებლობით და სხვა საკომუნიკაციო მომსახურებით მომხმარებელთა უზრუნველყოფისთვის.

        კომისია ამასთან ერთად აღნიშნავს, რომ შპს ტელერადიოკომპანია ”რიონის” რადიოსარელეო სადგურის მიმღების  და შპს ”სატელიტსერვისის” მიმღებ-გადამცემი სისტემის ერთ ობიექტზე (ქუთაისის ანძა) ფუნქციონირება, ელექტრომაგნიტური შეთავსებადობის და მოსალოდნელი ხელშეშლების გათვალისწინებით,  რთულ გარემოში  მიმდინარეობს, რაც ამავდროულად 2.2გჰც ¸ 2,4გჰც  სიხშირულ სპექტრში,  14მჰც  სიგანის თანხვედრილი ზოლის არსებობით არის გამოწვეული.  

კომისია ითვალისწინებს აღნიშნულ გარემოებას და  შპს ტელერადიოკომპანია ”რიონის” რადიოსარელეო ხაზის სიხშირულ ზოლში  (2290 მჰც ± 7მჰც),  ქ.ქუთაისის ანძაზე არსებული ხელშეშლების გამომწვევი მიზეზის გათვალისწინებით, ამავდროულად,  ელექტრომაგნიტური  ვითარების  გაუმჯობესების   მიზნით,  მიზანშეწონილად მიიჩნევს, აღნიშნული ზოლის სანაცვლოდ (კომისიის გადაწყვეტილება №117, 25.02.05) შპს ტელერადიოკომპანია ”რიონისთვის”, 1000მჰც-დან 1500მჰც-მდე დიაპაზონში  იგივე  (14მჰც)  სიგანის თავისუფალი სიხშირული ზოლის მინიჭებას.

     ამ მიზნით კომისიამ შპს ტელერადიოკომპანია ”რიონისთვის” გამოყო   14მჰც სიგანის  (1008მჰც ± 7მჰც)  სიხშირული ზოლი.

სიხშირე (1008მჰც±7მჰც) გათვალისწინებულია, ქ.ქუთაისში სტუდიიდან (ფალიაშვილის ქ.№2) გადამცემ სადგურამდე სამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად.  სიხშირე გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ტელერადიოკომპანია ”რიონს” სიხშირე 1008მჰც ± 7მჰც, 2290მჰც ± 7მჰც სიხშირის სანაცვლოდ,  ქ.ქუთაისში სტუდიიდან (ფალიაშვილის ქ.№2) გადამცემ სადგურამდე (ქუთაისის საელევიზიო ანძა) სამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად  ლიცენზიის მოქმედების ვადით;

2. წარმოადგინოს შპს ტელერადიოკომპანია ”რიონმა” გამოყენებული რადიოსარელეო  გადამცემი სადგურის სრული ტექნიკური პარამეტრები, სადგურის ინსტალაციის შემდგომ  ერთი თვის ვადაში;

3. აღირიცხოს შპს ტელერადიოკომპანია ”რიონისთვის”  მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის  უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ტელერადიოკომპანია ”რიონისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა) 1 თვის ვადაში;   

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე).

 კომისიის  თავმჯდომარე                            დ. ქიტოშვილი

კომისიის  წევრი                                                  დ.პატარაია

კომისიის  წევრი                                                  გ.ფრუიძე

კომისიის   წევრი                                                 ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები