წვდომის მენიუ

შპს “კორიფესთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 558 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 15, 2007

მიღების თარიღი დეკემბერი 22, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “კორიფემ” (რეგისტრირებული ქ.თბილისის  საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 9 სექტემბრის  № 38/0004-5/4-3424 ბრძანებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისში (სიგნალიზაციის დაცვის რადიოპულტის  ფუნქციონირებისთვის)  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირე გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

   “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს “კორიფეს” 412.950 მჰც სიხშირე ქ. თბილისში და მცხეთაში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “კორიფესთვის”  მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში  (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “კორიფესთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

            კომისიის თავმჯდომარე                                                      დ. ქიტოშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

           კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები