წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 4 აგვისტოს N 344/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 560 / 22

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 15, 2007

მიღების თარიღი დეკემბერი 22, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ დაცვის ასოციაცია “თორმა”  (რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2006 წლის 19 მაისს, მოწმობის № 01139/12/0606)  კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე  მეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭებული  სიხშირის შეცვლის თაობაზე.

კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ 2006 წლის 4 აგვისტოს N 344/13 კომისიის გადაწყვეტილებით დაცვის ასოციაცია ”თორს” ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მიენიჭა 159.625 მგჰც და 165.175 მგჰც სიხშირეები. მინიჭებული სიხშირეები არ შეესაბამებოდა დაცვის ასოციაცია ”თორის” მიერ შეძენილი აპარატურის ტექნიკურ პარამეტრებს, რის შესაბამისადაც დაცვის ასოციაცია ”თორმა” მოითხოვა მისთვის მინიჭებული სიხშირეების შეცვლა დიაპაზონში.

   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.   შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 4 აგვისტოს N 344/13  გადაწყვეტილებაში და  მისი  პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. მიენიჭოს დაცვის ასოციაცია “თორს”   154.800 მგჰც და 160.450 მგჰც სიხშირეები  ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე  ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით”;

2.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

            კომისიის თავმჯდომარე                                                      დ. ქიტოშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები