წვდომის მენიუ

შპს “ბეტასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 561 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 15, 2007

მიღების თარიღი დეკემბერი 22, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ბეტამ”  (რეგისტრირებული ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 17 მარტის  № 5/4-3522 ბრძანებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისში მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში სამი სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირე გამოყენებული უნდა იყოს რადიოპულტით მომსახურებითვის და  ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

           “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს “ბეტას” 154.675  მგჰც, 156.000 მგჰც  და 413.350 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “ბეტასთვის”  მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში  (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ბეტასთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

            კომისიის თავმჯდომარე                                                      დ. ქიტოშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

           კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები