შპს ”მობიტელი” - სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2006
მიღების თარიღი დეკემბერი 22, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 24 ნოემბრის №498/10 გადაწყვეტილებით რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად და ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონებში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ”მობიტელი” ამავე გადაწყვეტილებით შპს ”მობიტელს” „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი თითოეული ლიცენზიისთვის.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ”მობიტელის” მიერ ერთი თვის ვადაში რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიისთვის გადახდილია - 137,297.76 (ას ოცდაჩვიდმეტი ათას ორას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი, ხოლო ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიისთვის - 3711.74 (სამი ათას შვიდას თერთმეტი ლარი და სამოცდათოთხმეტი თეთრი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”მობიტელს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F39 ლიცენზია რადიოსარელეო კავშირებისათვის და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი:
ა.ა) 6152.75 მჰც ± 14.5 მჰც და 6404.79 მჰც ± 14.5 მჰც
ა.ბ) 17755 მჰც ± 13.75 მჰც და 18765 მჰც ± 13.75 მჰც
ა.გ) 17782.5 მჰც ± 13.75 მჰც და 18792.5 მჰც ± 13.75 მჰც
ა.დ) 17810 მჰც ± 13.75 მჰც და 18820 მჰც ± 13.75 მჰც
ა.ე) 17837.5 მჰც ± 13.75 მჰც და 18847.5 მჰც ± 13.75 მჰც
ა.ვ) 17865 მჰც ± 13.75 მჰც და 18875 მჰც ± 13.75 მჰც
ა.ზ) 24591 მჰც ± 14 მჰც და 25599 მჰც ± 14 მჰც
ა.თ) 24619 მჰც ± 14 მჰც და 25627 მჰც ± 14 მჰც
ა.ი) 24647 მჰც ± 14 მჰც და 25665 მჰც ± 14 მჰც
ა.კ) 24675 მჰც ± 14 მჰც და 25683 მჰც ± 14 მჰც
ა.ლ) 24703 მჰც ± 14 მჰც და 25711 მჰც ± 14 მჰც
ა.მ) 24731 მჰც ± 14 მჰც და 25739 მჰც ± 14 მჰც
ა.ნ) 24759 მჰც ± 14 მჰც და 25767 მჰც ± 14 მჰც
ა.ო) 24787 მჰც ± 14 მჰც და 25795 მჰც ± 14 მჰც
ა.პ) 37100 მჰც ± 14 მჰც და 38360 მჰც ± 14 მჰც
ა.ჟ) 37128 მჰც ± 14 მჰც და 38388 მჰც ± 14 მჰც
ა.რ) 37156 მჰც ± 14 მჰც და 38416 მჰც ± 14 მჰც
ა.ს) 37184 მჰც ± 14 მჰც და 38444 მჰც ± 14 მჰც
ა.ტ) 37212 მჰც ± 14 მჰც და 38472 მჰც ± 14 მჰც
ა.უ) 37240 მჰც ± 14 მჰც და 38500მჰც ± 14 მჰც
ა.ფ) 37268 მჰც ± 14 მჰც და 38528 მჰც ± 14 მჰც
ა.ქ) 37296 მჰც ± 14 მჰც და 38556 მჰც ± 14 მჰც
ბ) რეგიონები:
ბ.ა) რეგიონი 1: ქ.თბილისი, დაბა წყნეთი;
ბ.ბ) რეგიონი 2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;
ბ.გ) რეგიონი 3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს,
სიღნაღის, ყვარელის რაიონები;
ბ.დ) რეგიონი 4: ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;
ბ.ე) რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;
ბ.ვ) რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის, წალკის რაიონები;
ბ.ზ) რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;
ბ.თ) რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის რაიონები;
ბ.ი) რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;
ბ.კ) რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის რაიონები;
ბ.ლ) რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის რაიონები;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 22 დეკემბრამდე;
დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (469,366.66 - ოთხას სამოცდაცხრა ათას სამას სამოცდაექვსი ლარი და სამოცდაექვსი თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
-ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (მთაწმინდა-კრწანისი) - N200122900;
- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300033018;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (469,366.66 - ოთხას სამოცდაცხრა ათას სამას სამოცდაექვსი ლარი და სამოცდაექვსი თეთრი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
39,113.88 ლარი - 2007 წლის 22 იანვრამდე;
39,113.88 ლარი - 2007 წლის 22 თებერვლამდე;
39,113.88 ლარი - 2007 წლის 22 მარტამდე;
39,113.88 ლარი - 2007 წლის 22 აპრილამდე;
39,113.88 ლარი - 2007 წლის 22 მაისამდე;
39,113.88 ლარი - 2007 წლის 22 ივნისამდე;
39,113.88 ლარი - 2007 წლის 22 ივლისამდე;
39,113.88 ლარი - 2007 წლის 22 აგვისტომდე;
39,113.88 ლარი - 2007 წლის 22 სექტემბრამდე;
39,113.88 ლარი - 2007 წლის 22 ოქტომბრამდე;
39,113.88 ლარი - 2007 წლის 22 ნოემბრამდე;
39,113.88 ლარი - 2007 წლის 22 დეკემბრამდე;
4. მიეცეს შპს ”მობიტელს”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F40 ლიცენზია ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) სიხშირულ დიაპაზონი: 10224 მჰც ± 14.მჰც და 10574± 14.მჰც ქ.თბილისში;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 22 დეკემბრამდე;
გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
5. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (12,688.69 - თორმეტი ათას ექვსას ოთხმოცდარვა ლარი და სამოცდაცხრა თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
-ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (მთაწმინდა-კრწანისი) - N200122900;
- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300033018;
6. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (12,688.69 - თორმეტი ათას ექვსას ოთხმოცდარვა ლარი და სამოცდაცხრა თეთრი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
1057,39 ლარი - 2007 წლის 22 იანვრამდე;
1057,39 ლარი - 2007 წლის 22 თებერვლამდე;
1057,39 ლარი - 2007 წლის 22 მარტამდე;
1057,39 ლარი - 2007 წლის 22 აპრილამდე;
1057,39 ლარი - 2007 წლის 22 მაისამდე;
1057,39 ლარი - 2007 წლის 22 ივნისამდე;
1057,39 ლარი - 2007 წლის 22 ივლისამდე;
1057,39 ლარი - 2007 წლის 22 აგვისტომდე;
1057,39 ლარი - 2007 წლის 22 სექტემბრამდე;
1057,39 ლარი - 2007 წლის 22 ოქტომბრამდე;
1057,39 ლარი - 2007 წლის 22 ნოემბრამდე;
1057,39 ლარი - 2007 წლის 22 დეკემბრამდე;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (დ.კიკნაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი