წვდომის მენიუ

კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციისათვის კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 564 / 1

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 08, 2007

მიღების თარიღი დეკემბერი 22, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “კერძო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს N 361/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში, 2006 წლის 10 ნოემბრის 476/10 გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოცხადდა ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაცია”.

კომისია აღნიშნავს, რომ “კერძო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ“  კომისიის 2006 წლის                   10 ნოემბრის 476/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის” მიერ გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის  30% - 19 233.45  (ცხრამეტი ათას ორას ოცდაცამეტი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) ლარი, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის წინასწარ გადახდილი 10%-ის – 6 411.15 (ექვსი ათას ოთხას თერთმეტი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარის გამოკლებით, 12 822.3 (თორმეტი ათას რვაას ოცდაორი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე, 38-ე და 43-ე მუხლებისა და კომისიის 2006 წლის  10 ნოემბრის 476/10 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ

 გადაწყვიტა:

1. მიეცეს ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციას“ კერძო მაუწყებლობის N B 86 ლიცენზია  ათი გადამცემის გამოყენებით,   ქალაქებში: თბილისი, გორი, ახალციხე, თელავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ახალქალაქი, დმანისი და დედოფლისწყარო, 10 წლის ვადით;

2.  ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;

     ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;

3. მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:

ქალაქი

სამაუწყებლო ზონა

რეგიონი

ანტენის განთავსების ადგილი

გეოგ. კოორდინატები

ანტ. სიმაღლე მიწის ზედ. მ

სიხშირე მგჰც FM

სიმძ. კვტ

გასხივების დიაგრამა

შენიშვნა

თბილისი

1

-

თბილისი

44E47; 41N41

25

95.9

2

წრიული

 

გორი

4

შიდა ქართლი

გორი

-

-

107.7

0.5

წრიული

 

ახალციხე

6

სამცხე-ჯავახეთი

ახალციხე

42E57; 41N38

40

100.9

0.5

წრიული

 

თელავი

3

კახეთი

ცივის ანძა

45E29; 41N55

15

102.0

0.5

წრიული

 

ქუთაისი

7

იმერეთის

ქუთაისი

-

-

101.8

2.0

წრიული

 

ბათუმი

2

აჭარა

ბათუმი

41E43; 41N41

40

103.9

0.5

წრიული

 

ზუგდიდი

10

სამეგრელო

ზუგდიდი

-

-

104.6

2.0

წრიული

 

ახალქალაქი

6

სამცხე-ჯავახეთი

ახალქალაქი

43E25; 41N21

60

102.9

1

წრიული

 

დმანისი

5

დმანისი

დმანისი

44E13; 41N22

150

107.6

1

წრიული

 

დედოფლისწყარო

3

ქვემო ქართლი

დედოფლისწყარო

46E08; 41N27

180

102.6

0.5

წრიული

 

4.  ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაცია”  ვალდებულია:

ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ)კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობისი სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში არის ასახული, მათ შორის განახორციელოს მის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია;

თ) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ლ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

მ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

ნ) წერილობით აცნობოს კომისიას კომპანიის  პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

ო) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში  საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

5. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები - სალიცენზიო პირობები გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობითა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული  ლიცენზიით;

6. ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაცია” ვალდებულია უზრუნველყოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყება 2007 მარტიდან იმ გრაფიკის თანახმად, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში არის ასახული;

7. ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაცია” ვალდებულია უზრუნველყოს რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა სამაუწყებლო ზონის 90%-სათვის “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  მე-40 და 76-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;

8. ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციამ” უზრუნველყოს: ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;

9.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 44878.05 (ორმოცდაოთხი ათას რვაას სამოცდათვრამეტი ლარი და 05 თეთრი) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში, შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის  მიხედვით:

მიმღები

ხაზინის ერთიანი ანგარიში

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

200122900

სახაზინო ქვეანგარიში

300043018

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

3739.84 ლარი -  2007 წლის 22 იანვრამდე;

3739.84 ლარი -  2007 წლის 22 თებერვლამდე;

3739.84 ლარი -  2007 წლის 22 მარტამდე;

3739.84 ლარი -  2007 წლის 22 აპრილამდე;

3739.84 ლარი -  2007 წლის 22 მაისამდე;

3739.84 ლარი -  2007 წლის 22 ივნისამდე;

3739.84 ლარი -  2007 წლის 22 ივლისამდე;

3739.84 ლარი -  2007 წლის 22 აგვისტომდე;

3739.84 ლარი -  2007 წლის 22 სექტემბრამდე;

3739.84 ლარი -  2007 წლის 22 ოქტომბრამდე;

3739.84 ლარი -  2007 წლის 22 ნოემბრამდე;

3739.84 ლარი -  2007 წლის 22 დეკემბრამდე.

10. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) აცნობოს ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციას” გადაწყვეტილების მიღების თაობაზე                   (ნ. ჯავახიძე);

ბ)  გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);

გ)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (დ. კიკნაძე).

11. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს:

ა)  “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება (ა. შუშანაშვილი);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (მ. აროშიძე).

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                         დ. ქიტოშვილი 

კომისიის წევრები                                                                    გ. ფრუიძე

                                                                                                   დ. პატარაია

                                                                                                    ზ. ნონიკაშვილი 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები