წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონებში გამარჯვებულების გამოვლენის შესახებ

ნომერი: 565 / 10

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 15, 2007

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის  2006 წლის 03 ნოემბრის  №475/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონები რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის შემდეგი ლიცენზიების მისაღებად:

1. 2500  ¸  2596  მჰც სიხშირულ ზოლში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ქ.ბათუმში.

 - რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 48,840.00 (ორმოცდარვა ათას რვაას ორმოცი) ლარით;

2. 2604 ¸ 2700  მჰც სიხშირულ ზოლში  უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;

 - რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 87,912.00 (ოთხმოცდაშვიდი ათას ცხრაას თორმეტი) ლარით;

ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2006 წლის 14 დეკემბრის  17:00 საათი, აუქციონის  ჩატარების თარიღად -  2006 წლის 29 დეკემბრის  12:00  საათი.  

ზემოაღნიშნულ აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში  წარმოადგინეს:

1. 2500  ¸   2596  მჰც სიხშირულ ზოლში  უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ქ.ბათუმში - შპს ”თანამგზავრი XXI”-მ.

2. 2604  ¸   2700  მჰც სიხშირულ ზოლში  უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - შპს ”სერვისლაინმა”.

            კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”თანამგზავრი XXI”-ს და შპს ”სერვისლაინი”-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

აუქციონი გაიმართა 2006 წლის 29 დეკემბრის  კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ  შპს ”თანამგზავრი XXI”-ს და შპს ”სერვისლაინი”-ს წარმომადგენლები.

“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად,  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.

შპს ”თანამგზავრი XXI”-ს წარმომადგენელმა -  ბატონმა ვ.კენჭაძემ რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა (48,840.00 - ორმოცდარვა ათას რვაას ორმოცი)  და აუქციონის ერთი ბიჯის (2,442.00 - ორი ათას ოთხას ორმოცდაორი ლარი) საერთო ოდენობის -  51,282.00 (ორმოცდათერთმეტი ათას ორას ოთხმოცდაორი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

შპს ”სერვისლაინი”-ს წარმომადგენელმა -  ბატონმა ლ.ფხაკაძემ რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა (87,912.00 - ოთხმოცდაშვიდი ათას ცხრაას თორმეტი)  და აუქციონის ერთი ბიჯის (4,396.00 - ოთხი ათას სამას ოთხმოცდათექვსმეტი ლარი) საერთო ოდენობის -  92,308.00 (ოთხმოცდათორმეტი ათას სამას რვა ) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”თანამგზავრი XXI” 2500  ¸   2596  მჰც სიხშირულ ზოლში  უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ქ.ბათუმში გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 51,282.00 (ორმოცდათერთმეტი ათას ორას ოთხმოცდაორი) ლარი;

2.  უზრუნველყოს შპს ”თანამგზავრი XXI”-მა  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (15,384.6 - თხუთმეტი ათას სამას ოთხმოცდაოთხი ლარი და სამოცი თეთრი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 4,884.8 (ოთხი ათას რვაას ოთხმოცდაოთხი) ლარის ანუ 10,499.8 (ათი ათას ოთხას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის გადახდა 2007 წლის 29 იანვრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ქ. ბათუმი)  - №200122900

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - №300693021;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (35,897.4 - ოცდათხუთმეტი ათას რვაას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

4. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”სერვისლაინი” 2604  ¸   2700  მჰც სიხშირულ ზოლში  უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 92,308.00 (ოთხმოცდათორმეტი ათას სამას რვა) ლარი;

5.  უზრუნველყოს შპს ”სერვისლაინმა”  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (27,692.4 - ოცდაშვიდი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 8,792 (რვა ათას შვიდა ოთხმოცდათორმეტი) ლარის ანუ 18,900.4 (თვრამეტი ათას ცხრაასი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის გადახდა 2007 წლის 29 იანვრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (დიდუბე- ჩუღურეთი)  - №200122900

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - №3000693021;

6. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (64,615.6 - სამოცდაოთხი ათას ექვსას თხუთმეტი ლარი და სამოცი თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

7. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

8. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

9. დაევალოს კომისიის საფინანო დეპარტამენტს (ი.აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიების მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

10. დაევალოს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე)  აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

11.  დაევალოს კომისიის აპარატის  ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი.ხარებავა).

კომისიის წევრები                                                     დ.პატარაია

                                                                                    გ.ფრუიძე

                                                                                    ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები