საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის N 78 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 01, 2007
მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2006 წლის 29 დეკემბრის N 78 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. დამატებით შეტანილ იქნეს წარმოდგენილ N 78 სხდომის დღის წესრიგის პროექტში 3 (სამი) საკითხი:
ა) ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-7-0; 8-7-8 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონების გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);
ბ) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. რუსთავში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონების გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);
გ) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. თბილისში, გორის, ოზურგეთისა და გურჯაანის რაიონებში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონების გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე).
2. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 29 დეკემბრის N 78 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
