წვდომის მენიუ

”საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე” კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის № 43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანისა და შპს “23 მაისის” № B52 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 568 / 2

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2007

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ  “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, 2006 წლის 3 თებერვლის № 43/2 გადაწყვეტილებით განხორციელდა გაცემული სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირება კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.

      კომისია აღნიშნავს, რომ 2006 წლის 27 ივლისს კომისიას განცხადებით მიმართა შპს “23 მაისმა” (№6/557-27.07.2006), მისი კუთვნილი NB52  ლიცენზიაში დაფიქსირებული გადამცემის სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნით:  

შპს “23 მაისის” კუთვნილი ლიცენზია NB52 ითვალისწინებს (მოქმედების ვადა 31.12.2011 წ.) საეთერო საერთო რადიომაუწყებლობას:

ა) რადიო მაუწყებლობა 101,9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;

ბ) რადიო მაუწყებლობა 103,0 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. გორი;

გ) რადიო მაუწყებლობა 104,5 მგჰც სიხშირეზე 2 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ქუთაისი;

დ) რადიო მაუწყებლობა 101,0 მგჰც სიხშირეზე 0.5 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ბათუმი;

ე) რადიო მაუწყებლობა 101,9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ზუგდიდი;

ვ) რადიო მაუწყებლობა 105,5 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თელავი;

ზ) რადიო მაუწყებლობა 105,9-მგჰც სიხშირეზე 0,25 კვტ სიმძლავრისგამოყენებით, ქ. ლაგოდეხში;

თ) რადიო მაუწყებლობა 101,9- მგჰც სიხშირეზე 0,30 კვტ სიმძლავრისგამოყენებით, ქ. ახალცხეში;

         კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს ”23 მაისისთვის” მინიჭებული რადიო სამაუწყებლო სიხშირეების შესაბამისი რადიოსადგურებით განხორციელებადი ვირტუალური რადიო დაფარვის გაანგარიშება.

         განხორციელებული გაანგარიშების საფუძველზე, კომისიის აპარატის  რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის  დასკვნის შესაბამისად, სამაუწყებლო ზონის საზღვრების შენარჩუნების და მის ფარგლებში მდგრადი მიღების დონის მისაღწევად, წრიული დიაგრამის 5 დბ გაძლიერების მქონე ანტენების გამოყენებით, მიზანშეწონილია ქ. ქუთასის რადიოსამაუწყებლო გადამცემის სიმძლავრე განისაზღვროს 2000 ვატამდე, ხოლო ქ. ბათუმის რადიოსამაუწყებლო გადამცემის სიმძლავრე გაიზარდოს  500 ვატამდე, რაც შეეხება ქ. ზუგდიდში, ქ. თელავში, ქ. ახალიციხეში, ქ. ლაგოდეხსა და ქ. გორში სიმძლავრეების მომატებას, ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე, ირკვევა, რომ მოთხოვნა არის უსაფუძვლო.

           2006 წლის 24 ნოემბერს დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “23 მაისის ”  N B38 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით, საკითხის საჯარო მოსმენა გაიმართა 2006 წლის 22 დეკემბერს.

        კომისიამ შესაძლებლად მიიჩნია განხორციელდეს ცვლილება კომისიის N43/2 გადაწყვეტილებაში და  შპს “23 მაისის” N B52 ლიცენზიით ქ. ქუთაისის რადიოსამაუწყებლო გადამცემის სიმძლავრე განისაზღვროს 2000 ვატამდე, ხოლო ქ. ბათუმის რადიოსამაუწყებლო გადამცემის სიმძლავრე გაიზარდოს - 500 ვატამდე.

      კომისია  დამატებით  აღნიშნავს, რომ შპს ,,23 მაის”-მა შეიცვალა  სახელწოდება  და  მაუწყებლობს როგორც  შპს ,,რადიო  არტი”.    

     “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  ლიცენზია № B52-ის მფლობელად ნაცვლად შპს ”23 მაისისა” განისაზღვროს შპს ”რადიო არტი”;

2. შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის 43/2 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების 31-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,31. შპს ,,რადიო არტის”  №347 ლიცენზია (მოქმედების ვადა 31.12.2011 წ.) კერძო მაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭოს №B52;

ლიცენზიის სახე:საეთერო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა:საერთო რადიომაუწყებლობა;

მაუწყებლობის   გავრცელების  სალიცენზიო  ზონა   და  მაუწყებლობის  ტექნიკური  პარამეტრები:

ა) რადიო მაუწყებლობა 101,9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;

ბ) რადიო მაუწყებლობა 103,0 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. გორი;

გ) რადიო მაუწყებლობა 104,5 მგჰც სიხშირეზე 2 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ქუთაისი;

დ) რადიო მაუწყებლობა 101,0 მგჰც სიხშირეზე 0.5 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ბათუმი;

ე) რადიო მაუწყებლობა 101,9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ზუგდიდი;

ვ) რადიო მაუწყებლობა 105,5 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თელავი;

ზ) რადიო მაუწყებლობა 105,9-მგჰც სიხშირეზე 0,25 კვტ სიმძლავრისგამოყენებით, ქ. ლაგოდეხში;

თ) რადიო მაუწყებლობა 101,9- მგჰც სიხშირეზე 0,30 კვტ სიმძლავრისგამოყენებით, ქ. ახალცხეში;”

3. ეცნობოს შპს ,,რადიო არტს”  წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების თაობაზე (მ.აროშიძე);

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე ინფორმაციის ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ.რატიშვილი).

კომისიის  თავმჯდომარე:                                                           დ.   ქიტოშვილი

კომისიის    წევრები:                                                                      გ.    ფრუიძე

                                                                                                          ზ.     ნონიკაშვილი 
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები