წვდომის მენიუ

ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 569 / 12

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 08, 2007

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2006 წლის 15 დეკემბერს განცხადებით მომართა შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ” (15.12.2006 №2.3/945/ვმლკ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” ფლობდა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N54 ლიცენზიას მოქმედების ვადით 2006 წლის 16 დეკემბრამდე.

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ”განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი უნდა იქნას კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.  ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.”

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი.

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. განუხილველად დარჩეს შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” განცხადება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N54 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ;

2. ვადაგასულად ჩაითვალოს შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” №N54 ლიცენზია 2006 წლის 16 დეკემბრიდან ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლის გამო;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აცნობოს შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას”  წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                          დ.ქიტოშვილი

კომისიის წევრები                                                     დ.პატარაია

                                                                                    გ.ფრუიძე

                                                                                    ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები