საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 16 ივნისის N 254/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 15, 2007
მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ტაიგერმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 2 მაისის № 4899/006-შპს ბრძანებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭებული სიხშირის შეცვლის თაობაზე.
კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ 2006 წლის 16 ივნისის N 254/13 კომისიის გადაწყვეტილებით შპს ”ტაიგერს” ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მიენიჭა 405.750 მგჰც და 410.850 მგჰც სიხშირეები. მინიჭებული სიხშირეები არ შეესაბამებოდა შპს ”ტაიგერის” მიერ შეძენილი აპარატურის ტექნიკურ პარამეტრებს, რის შესაბამისადაც დაცვის ასოციაცია ”ტაიგერმა” მოითხოვა მისთვის მინიჭებული სიხშირეების შეცვლა დიაპაზონში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 16 ივნისის N 254/13 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“1. მიენიჭოს შპს ”ტაიგერს” 403.100 მგჰც და 408.300 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით”;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
