წვდომის მენიუ

სს ”საქაგრობიომრეწვისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 573 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 15, 2007

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ სს ”საქაგრობიომრეწვმა” (რეგისტრირებული გარდაბნის რ-ლი სასამართლოს მიერ 2004 წლის  28 აპრილს,  № 28/5-23) კომისიას მიმართა განცხადებით (№65, 05.12.06) ტაბახმელის ტერიტორიაზე  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

  “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს სს ”საქაგრობიომრეწვს”  404.150 მგჰც და 409.250 მგჰც სიხშირეები ტაბახმელის ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს სს ”საქაგრობიომრეწვისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში  (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს ”საქაგრობიომრეწვისთვის” სიხშირეების მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

            კომისიის თავმჯდომარე                                                      დ. ქიტოშვილი

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

           კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები