წვდომის მენიუ

შპს “უსაფრთხოების სამსახური მეგაქართლისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 575 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 15, 2007

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2006

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “უსაფრთხოების სამსახურმა მეგაქართლმა” (რეგისტრირებული ქ.თბილისის  საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 11 დეკემბერს,  № 02279) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისში (დაცვითი საქმიანობისთვის)  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

    “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს “უსაფრთხოების სამსახურს მეგაქართლს” 406.225 მჰც და 412.025 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “უსაფრთხოების სამსახური მეგაქართლისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში  (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “უსაფრთხოების სამსახური მეგაქართლისთვის” სიხშირეების მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

            კომისიის თავმჯდომარე                                                      დ. ქიტოშვილი

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

           კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები