წვდომის მენიუ

შპს “უშიშროების სამსახური ორბი-1”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 576 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 15, 2007

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “უშიშროების სამსახური ორბი-1”-მა (რეგისტრირებული ქ.ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 30 მაისის  № 531/006-შპს ბრძანებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. სენაკში და ქ. ფოთში დაცვითი საქმიანობისთვის  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ოთხი სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირე გამოყენებული იქნება ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

   “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს “უშიშროების სამსახური ორბი-1”-ს 403.825 მგჰც, 409.325 მგჰც  სიხშირეები ქ. ფოთში და 405.550 მგჰც, 411.150 მგჰც სიხშირეები ქ. სენაკში  ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “უშიშროების სამსახური ორბი-1”-სთვის  მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში  (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “უშიშროების სამსახური ორბი-1”-სთვის  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

            კომისიის თავმჯდომარე                                                      დ. ქიტოშვილი

            კომისიის წევრი                                                                   გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                   ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები