წვდომის მენიუ

ი/მ ”მირიან კუხიანიძისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 577 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 15, 2007

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ი/მ ”მირიან კუხიანიძემ” (რეგისტრირებული  ქ. რუსთავის საგადასახადო ინსპექციის მიერ, № 1273/024-1283; 07.12.06.) კომისიას მიმართა განცხადებით   ქ. რუსთავში  და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში  (ტაქსებით მომსახურეობისთვის) ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული იქნება ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

    “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს ი/მ ”მირიან კუხიანიძეს” 443.750 მგჰც და 449.000 მგჰც სიხშირეები ქ. რუსთავში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს ი/მ ”მირიან კუხიანიძესთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/მ ”მირიან კუხიანიძესთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

            კომისიის თავმჯდომარე                                                      დ. ქიტოშვილი

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

          კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები